Gela Mtivlishvili
6 წთ. ·
მოკლედ, გუშინდელი ამბის შესახებ მინდა მოგიყვეთ. ბოდიშს ვიხდი უცენზურო სიტყვების ციტირებისთვის.
ღამის 12:00 საათზე ჩამოვფრინდით კიევიდან თბილისში, უკრაინის ავიახაზებით. მე და კიდევ რამდენიმე ჟურნალისტმა ერთად ვიმგზავრეთ.
თვითმფრინავში იმყოფებოდნენ საფეხბურთო კლუბ "ლოკომოტივის" ფეხბურთელები. მათ ახლდნენ სავარაუდოდ მენეჯმენტის წარმომადგენლებიც, რომელთაგან ორნი თვითმფრინავში ისედაც მთვრალები ამოვიდნენ და მერე კიდევ დაუმატეს. უზომოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფნი, თითქმის სამი საათის განმავლობაში, თვითმფრინავში მყოფი მგზავრების მისამართით ხმამაღლა, უცენზურო სიტყვებით იგინებოდნენ.
კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს ციტირებისთვის:
"ებრაელია ეგ კარგმოტ..."
"მაგის ოსი დედა შევ..."
"ვინც არ დალევთ ჩემს ყ....ზე დაიძინეთ ყველამ";
"მოგიტყ.... ბოზი წარმოშობა" {სტიუარსედების მისამართით}
".... რაა? დედის ტყვ...ააა"
ერთ–ერთ მგზავრს გრძელი ბაკები ჰქონდა – მთელი გზა პედერასტს ეძახდა.
ორმა ფეხბურთელმა მენეჯმენტის წრამომადგენლებს რამდენჯერმე მიანიშნა, რომ მგზავრები წუხდებოდნენ, დანარჩენი ფეხბურთელები ხმამაღლა ხალისობდნენ.
"ვისაც არ სიამოვნებს, ყლ... დამასკდით..."
"მოგიტ... ოჯახში დიდი და პატარა"... და ა.შ.
ერთ–ერთმა ამ ორიდან (სავარაუდოდ მენეჯმენტის წარმომადგენელმა) რამდენიმე ფეხბურთელს წამოარტყა (ჩაარტყა) კიდეც თავში, რითაც მგზავრების გადაჭარბებული ყურადღება კიდევ უფრო მეტად მიიქცია, გარდა იმისა, რომ რამდენიმე ფეხბურთელს აგრესიულად ამცირებდა.
თვითმფრინავი რომ დაჯდა, აეროპორტის ტერიტორიაზე პოლიციელები გამოჩნდნენ – ახლა მათი მისამართით გაგრძელდა უცენზურო სიტყვებით გინება, ავტობუსში რომ ავედით მაშინაც და აეროპორტის შენობაში რომ შევედით მაშინაც, ღრიალებდნენ, იგინებოდნენ (ორნი განსაკუთრებით) და საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ.
https://www.facebook.com/gela.mtivlishvili?fref=ufi This post has been edited by mcenare-99 on 1 Aug 2016, 17:31