მიუხედავად იმისა რომ ეს გამოკითხვა გავაკეთე, საუკეთესო ცხადაძე იყო.
კარში არც დაურტყამთ, მაგრამ მთლიანობაში მაინც დამაჯარებელი იყო რევიშვილი.
ამ ეტაპზე 2 ცენტრალური მცველით თამაში მაინც სარისკოა, სოლომონას დღეს კარგი თამაშის მიუხედავად, ჯერ ბოლომდე დამაჯერებელი არ არის და გვერდში გამოდილი მცველის გარეშე უჭირს. კაშიასაც აქვს შეცდომები, ამისულაშვილს კი მართალია სისწრაფე დაკარგული აქვს, თუმცა გამოცდილების ხარჯზე საჭირო კაცია. მოკლედ ეს 3 კაცი ერთმანეთს კარგად ავსებს.
ნავალოვსკი კარგი იყო, ჰატონი რა შენძრეულიც არის კი იცით, კარგად დაუდგა.
აი ხო ითამაშა ლობჟანიძემ ნორმალურზე კარგად, მაგრამ მაინც სხვა არის მის პოზიციაზე საჭირო. 4 მცველში კიდე შეიძლება, მაგრამ 5 მცველით როდესაც თამაშობ უფრო შემტევი ფეხბურთელი გვჭირდება მანდ.
კანკავამ და ჯანომ კარგად შეავსეს ერთმანეთი, ამ სქემაში ჯანოს კარგი თამაშის გარეშე, ფაქტიურად წარმოუდგენელი იქნებოდა გააზრებული შეტევის გაკეთება. ირლანდიასთან მის გარეშე ურთულესი იქნება
ოქრიაშვილი რომ თავის საუკეთესო ფორმაში არ არის, რათ უნდა ლაპარაკი, მაგრამ არ იყო დღეს ცუდი, დაცვასაც კარგად ეხმარებოდა. საჭირო კაცია ნაკრებისთვის. მაგრამ რათ გინდა ჩააჯვა ბოლოს იმენა

არანაირი გამართლება არ აქვს.
ვაკოს ყოჩაღ. გოლს რომ თავი დაანებო, ისედაც ბევრი იშრომა.
ნუ მჭედლიძე სუპერ! პრემიერლიგის მცველებს ასე ეომო არ არის ადვილი საქმე. დიდი ხანია მისი გვჯერა აქ მპოსტავებს, მთავარია ტრავმები დარჩეს წარსულში და კიდევ უფრო მოუმატებს.
მთავარია ახლა ფედერაციაში ვინც ყრია, იმათმა აახვიონ, რამე გაკეთდეს ქართული ფეხბურთისთვის, ასაკობრივებს ნორმალური მწვრთნელები დაუნიშნონ და გამოვა რაღაც...