იქედან გამომდინარე, რომ ბურჯანაძემ აშკარად ვერ გაამართლა იმედები, სკიტას არწაყვანა კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ შეცდომა იყო.
აგერ, მაკედონიას ყავს კოსოვოს ჩემპიონათში მოთამაშე კალათბურთელი, რომელიც საშუალოდ 9 ქულამდე აგროვებდა ჯგუფურ ეტაპზე კარგი სროლის გამო, ხოდა იგორა საერთოდ ვერ იყენებდა სკიტას პოტენციალს.
ნუ სკიტაზეც და გამყრელიძეზეც იმდენჯერ დავწერე, რომ მეზარება კიდე ამ თემას რომ მივუბრუნდე
რომ შევაჯამოთ ჯგუფური ეტაპი:
1. იგორა მაგარი იღბლიანი ტიპია. ეხლა რატო:
შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ნაკრების მოსამზადებელი ეტაპი ძალიან ცუდი გამოვიდა, რის გამოც საწყისი თამაშები ჩაგვივარდა. ეგ არი უდიდესი შეცდომა, რადგანაც კარგი სტარტი ყველაზე მნიშვნელოვანია. თუმცა, მოხდა ისე, რომ ბოლო თამაშებში გუნდმა ფორმა აკრიფა და რასკლადიც ისეთი დაჯდა, რომ ჯგუფიდან გავედით. შეიძლება ფორმის პიკზე გავიდეთ პლაე ოფში. ანუ, არის შანსი, რომ ტიპს მინუსები პლუსებად გადაექცეს. ხოდა იღბალია ეგ აბა რა არი? მეეჭვება წინასწარ დაეგეგმა ეს ყველაფერი
მოთამაშეებს რაც შეეხება:
1. ზაზა - კვლავ გუნდის სული და გულია, თუმცა ნერვები ცოტა უნდა მოთოკოს. ასევე, არის ეპიზოდები, სადაც ზედმეტს იღებს საკუთარ თავზე.
2. შერმა - სულ უფრო მომწონს ბოლო თამაშებია. დღეს მე თუ მკითხავ ერთ-ერთი საუკეთესო თამაშI ჩაატარა ნაკრებშI, მიუხედავად მოკრძალებული სტატისტიკისა.
3. ვიკა - უმატებს ნელ-ნელა. დღეს გადასარევად ითამაშა.
4. თოკო - ჯამში ჩვენი საუკეთესო მოთამაშე. ერთადერთი ჯარიმებში აურია ბოლო 2 თამაშია, არადა წელს მაგრა მომატებული აქ მაგ კომპონენტში.
5. ბუ - დაცვაში ბევრს მუშაობს ბოლო 2 თამაშია. როგორც ყოველთვის, ხასიათის მოთამაშეა. მეტი უნდა აიღოს საკუთარ თავზე შეტევაში.
6. პულენი - იმედია გამოიღვიძებს დღევანდელი თამაშის მერე.
7.მანუ - კლასი!
8. ბურჯანაძე - ყველაზე დიდი იმედგაცრუელბა ჯერჯერობით.
9. სანაძე - მეიმედოებოდა, თუმცა ამხელა პოზიტივს შემოტანა თუ შეეძლო გუნდში არ მეგონა. უდავოდ დიდი ნათელი წერტილი ჩვენ გუნდში.
10. ფაცაცია - არ მეგონა ტურისტის როლში თუ აღმოჩნდებოდა.
ნუ დანარჩენები გასაგებია.............
ლიტვასთან რათქმაუნდა უმძიმესი თამაში გვექნება და ფავორიტებიც არ ვართ, მაგრამ ეხლა უკვე აღარაფერი არ გამიკვირდება
This post has been edited by java83 on 11 Sep 2015, 02:59