ტურნირი რომ ჩაატარო დარბაზი უნდა გქონდეს.
იმ სამარცხვინო დარბაზში ეს გამორიცხულია.
სადაც ტაბლო არ მუშაობს, გასული საუკუნის ძელსკამები დგას, რომლებიც მხოლოდ პროქტოლოგებს აწყობთ(ბუასილის სამკურნალოდ ბევრი პაციენტი ეყოლებათ), ჭუჭყიან-ჩაბინძურებული კაფელი აგია, აი ისეთი გვიანი საბჭოეთის დროს სკოლების საპირფარეშოებში რომ იყო,სადაც კონდიციონერიც კი არაა,ხოლო ბოლოს კი მშვენება- უგემოვნობის სიმბოლო რაღაც ჯართის სახურავი.
მაგ დარბაზში უნდა ჩატარდეს ეგეთი დონის ტურნირი?
ჯერ მერიის თასის ჩატარება ისწავლონ ისე, რომ არ გვრცხვენოდეს და მერე ოლიმპიადის საკვალიფიკაციო.
ეგ დარბაზი დაახლოებით იმ დონისაა რა დონეზეც დინამოს სტადიონი იყო გარემონტებამდე 1990-ანებში და 2000-ანების დასაწყისში, იმ განსხვავებით, რომ ფსელის სუნად არ ყარს, დანარჩენი იგივეა.
ევროპაში მოწინავე ნაკრებს ესეთი დარბაზი არ ეკადრება, ჯერ მცირედან დავიწყოთ და მერე გავახუროთ ოლიმპიადაზე.
მე ისიც მიკვირს ვითიბი ლიგაზე მაგ დარბაზში როგორ უნდა ითამაშონ.