გია კაზანჯიანი: "ოლიმპთან" დაშორება ძნელი იყო, მაგრამ ამ ეტაპზე ასე სჯობდა
- 18-წლამდელთა ნაკრებზე გადავიდეთ. ბელგიის საერთაშორისო ტურნირიდან რამდენად კმაყოფილი ჩამოხვედით?
- სერიოზული შეჯიბრება იყო, რომელშიც 24 ნაკრები მონაწილეობდა. ცოტა უცნაური სისტემით ჩატარდა - ერთ მხარეს 8 გუნდმა მოიყარა თავი, მეორე მხარეს - 16-მა. გამარჯვებულები ერთმანეთს ნახევარფინალში შევხვდით. ტურნირზე ძირითადად 19-წლამდელთა კლუბები იყო თავმოყრილი, მხოლოდ სამი ნაკრები იყო 18-წლამდელებისა - საქართველო, ბელგია და ისრაელი. გამარჯვება ისრაელს დარჩა, რომელმაც ფინალში ბელგრადის ნაკრები დაამარცხა.
- ჯგუფური ეტაპი წაუგებლად გაიარეთ...
- დავამარცხეთ "გრან კანარია", "რომა" და ბელგიის ნაკრები. ამ შეხვედრებმა დაგვანახა, რომ საქართველოს ნაკრებს პოტენციალი აქვს. მით უმეტეს, რომ უცხოურ კლუბში მოასპარეზე რამდენიმე კალათბურთელი ვერ დაგვეხმარა.
- ვინ ვერ დაგეხმარათ?
-
გიორგი დარბაიძე, ლადო ფურცხვანიძე, გოგა ბითაძე და ლევან ბაბილოძე. მათი დამატების შემდეგ კიდევ უფრო ძლიერი გუნდი გვეყოლება. დარბაიძე და ფურცხვანიძე საქართველოში თამაშობენ, თუმცა საბუთებს აწესრიგებენ კარიერის უცხოეთში გასაგრძელებლად. ბელგიაში ძირითადად იმ კალათბურთელებით ვიყავით, რომლებიც საქართველოში თამაშობენ, სამი ლეგიონერი კი დაგვეხმარა - ბელგიის აეროპორტში შემოგვიერთდნენ ლუკა ბულაშვილი და გიორგი ცირეკიძე, ხოლო გიორგი თვალაბეიშვილი ესპანეთიდან საქართველოში ჩამოფრინდა და ჩვენთან ერთად წამოვიდა ბელგიაში.
- ნახევარფინალში ბელგრადელებთან დამარცხდით. თუ იყო მოგების შანსი?
- ორივე გუნდი თანაბრად დასვენებული რომ ყოფილიყო, ნამდვილად შეიძლებოდა ნახევარფინალის ბარიერის დაძლევა. დღეში ორი მატჩის ჩატარება გვიწევდა. ბელგრადის ნაკრებს ჩვენთან შედარებით მეტი დრო ჰქონდა დასვენებისთვის, რამაც მატჩის შედეგზე დიდი გავლენა იქონია.
- რა შეგმატათ ბელგიის ტურნირმა?
- 3 დღეში 5 მატჩი ჩავატარეთ, კალათბურთელებმა დიდი გამოცდილება მიიღეს. ასეთ რეჟიმში თამაში მათთვის სიახლე იყო. თან ბევრ საინტერესო მოწინააღმდეგეს შეხვდნენ. როგორც გითხარით, კლუბები 19-წლამდელი კალათბურთელებით იყო დაკომპლექტებული. ერთი წლით დიდებთან თამაშიც ბევრისმომცემი იყო. 18-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ვარჯიშებს საქართველოში დაბრუნების შემდეგაც ვაგრძელებთ და
ველოდებით წილისყრას, რომელიც B დივიზიონში ჩვენს მეტოქეებს გაარკვევს. წილისყრა 22 იანვარს გაიმართება.http://www.sportall.ge/kalatburti/qarthuli...ase-sjobda.htmlბევრმა კარგმა მოთამაშემ მოიყარა თავი U18-ში, ამხელად დანაკლისის მიუხედავად კარგად გამოვიდნენ საკმაოდ სერიოზულ ტურნირზე.
იმედია გავტეხავთ ნავსს და წელს მაინც გავიქაჩებით A დივიზიონისკენ !
ალბათ, ეროვნული ნაკრეების კენჭისყრაც 22-23 იანვარს იქნება ...
This post has been edited by QOMAGI on 6 Jan 2016, 17:32