მომნატრებია ლაივში კალათბურთის ყურება.
საინტერესო გუნდი გვყავს.
მარტო ამ თამაშით რომ შევაფასო. ლოგიკურია დასკვნა ერთი თამაშისაა და რაღაც ტენდენციებზე საუბარი ნაადრევია.
დიქსონი მგონი სწორედ ის ნატურალიზირებულია რომელიც გვჭირდებოდა.
ზაზა მგონი ცდილობს კარის თანაგუნდელობის დროს ჯანგლიორული ილეთები დაამუღამოს

/. ისე კი კარგი იყო. თუმცა ცოტა პასიური.
თორნიკრე ისევ გეროი ოდინოჩკად ჩანდა.
ცინცაძე, როგორც ზოგიერთ ეპიზოდშია, ისეთი ეფექტური რომ იყო, რა მაგარი იქნებოდა.
სანიკიძე საერთოდ აღარაა ის, რაც იყო, თუმცა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
შერმადინი მეჩვენა 1-2-ად გაზრდილი, იმედია გამონათება არ იქნება და მთელს ციკლს ესე ჩაატარებს.
სანაძემ 2 სერიოზული ბოლოკი გააკეთა. არ ველოდი, მაგრამ ძალიან გამიხარდა. ისე ამ კაცმა ნაკრებში თAვის სიტყვა უკვე თქვა და მასზე ნაკლებადაა სანერვიულო.
მოკლედ, რაღაცეები უცვლელია. არ ვიცით პერიმეტრის დაცვა და კომბინირებაც გამოსასწორებელია. ისე მალე მოვა დრო, როცა ამ ორ კომპონენტზე წუწუნს თავს დავანებებთ. მეეჭვება ამ მიმართულებით დორესმე რამე გამოსწორდეს.
ზაქრაძეზე ვერაფერს ვიტყვი. ცოტა დრო იყო პარკეტზე. იგივე ბურჯანაძეზე.