ძალიან კარგი სანახავი გოლები გავიდა, მომწონს ბათუმი რასაც თამაშობს, მგონი ქვედა ლიგაში მსგავს ორგანიზებულ და დაკომპლექტებულ გუნდს აქამდე არასდროს უთამაშია...
ფლამარიონის სამივე გოლი საკმაოდ ოსტატური გამოვიდა, რაღაცით ჩისკოს რომ გაჰქონდა ხოლმე ისინი გამახსენდა, იმედია დარჩება გუნდში და მომავალ წელს უმაღლეს ლიგაში ვნახოთ შედარებით უკეთეს მეტოქეებთან რას იზამს...
რამოსის აგებულების მოთამაშეები კი ზოგადად ძალიან მევასებიან, ეტყობა რომ ბოლომდე არაა გახსნილი მაგრამ მომენტებში ჭკვიანურ და ელეგანტურ რამეებს აძრობს ხოლმე და ასწორებს, გოლიც მშვენეირი გაიტანა
ნაგეგუჩაძარი ეტყობა მოკლედ გუნდს... ეხლა კარგი სტადიონი და დასწრება იმედია უმაღლესში რეკორდული იქნება...
ბათუმი რომ დაირქვათ გაასწორებდა ისე, პატივს ვცემ თქვენს ისტორიას, დინამო-სელტიკებიც მახსოვს და ჩემი დინამოს შემთხვევაში აბსოლუტურად წინააღმდეგი ვიყავი სახელი შეცვლოდა, მაგრამ ბათუმს მგონი "ბათუმი" უფრო მოუხდება... ევროთასებზეც ეგრე უფრო წაიღებდა
მოკლედ წარმატებები

ჰო, ბათუმის ბრენდინგზე, მაღალი ენთუზიაზმით და შედარებით დაბალი ჰონორარით ვიმუშავებდი, დიიიიდი სიამოვნებით