ბათუმის "დინამომ" თურქულ შეკრებაზე სპარინგები დაგეგმა
http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-f...bi-dagegma.htmlბათუმის "დინამომ" ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრისთვის მზადება 9 იანვარს დაიწყო. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს ვიცე-ჩემპიონის საკონტროლო მატჩების გრაფიკი უკვე დაზუსტებულია.
23 და 26 იანვარს აჭარლები სპარინგებს საქართველოში გამართავენ, მაგრამ აქაური მეტოქეები ჯერ გაურკვეველია. სამაგიეროდ, თურქული შეკრებისთვის ყველაფერი დაზუსტებულია.
28 იანვარიდან 10 თებერვლამდე ბათუმელები ბელეკში ივარჯიშებენ და 5 ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ: 31 იანვარს სლოვაკეთის "პოდბრეზოვას" დაუპირისპირდებიან, 3 თებერვალს - უნგრეთის "პაკშს", 8-ში - უკრაინულ "ზორიას", ხოლო 9-ში - ყაზახეთის "ირტიშს".
მხოლოდ ის არის დასაზუსტებელი, 6 თებერვალს დინამოელები რუმინეთის "ბოტოშანს" შეხვდებიან თუ სხვა მეტოქეს. ეს უშუალოდ ბელეკში დაზუსტდება.
ბათუმის "დინამო" საკადრო რევოლუციის წინააღმდეგ - ინტერვიუ ასლან ბალაძესთან
http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-f...ladzesthan.html