"დინამო" ბთ. (საქართველო) 1 - 0 "იაგიელონია" (პოლონეთი)
გოლი: 1 - 0 ტვილდიანი (კომაზეცის გადაცემით 88 წთ.)
დინამო: ალავიძე, ტვილდიანი, მგელაძე, მიხაილოვიჩი, სუხიაშვილი (ქორიძე 46 წთ.), შონია, კაშია (თევდორაძე 67 წთ.), ქავთარაძე, ფონიავა, ბერიაშვილი, კომაზეცი.
"დინამო" ბათუმმა პოლონური "იაგიელონია" 1 - 0 დაამარცხა.პირველი ნახევარი პოლონელთა უპირატესობით წარიმართა, მეორეშ კი უკეთესად დინამოელები გამოიყურებოდნენ. გოლის გატანის კარგი შესაძლებლობა ქავთარაძეს (ძელი), ბერიაშვილს და კომაზეცს ჰქონდა. დინამოელებმა შეხვედრის ერთადერთი გოლი 88 წუთზე გაიტანეს. ბათუმელთა თავდამსხმელმა კომაზეცმა ტვილდიანს საგოლედ უპასა, ამ უკანასკნელმა კი პოლონელთა გოლკიპერს ბურთი თავზე გადაავლო - 1:0
This post has been edited by blitzkrieg on 6 Feb 2016, 19:44