12 წელია საზღვარგარეთ ვცხოვრობდი და ჩემი დინამო ბათუმის თამაშის ცოცხლად ყურების საშუალება არ მომცემია ამ დროის განმავლობაში. ჩამოვედი, მაგრამ ქობულეთში ვერ ვახერხებდი მისვლას სამუშაოს გამო, თან დროც ყოველთვის ცუდად შერჩეული იყო. გუშინ სამსახურში ვუთხარი,რაც გინდათ ისე ქენით, მე წავედი 2 საათი არ შემაწუხოთ და მაგარიც ვისიამოვნე მიუხედავად მარცხისა.
პირველ რიგში რათქმა უნდა სასიამოვნო იყო ამდენი გულშემატკივარის დანახვა, მეორე რასაც ავღნიშნავ ეს ისაა რო საღამოს, განათების ქვეშ იყო თამაში რაც დამატებით დადებით მუხტს და აუარას უქმნიდა თამაშს. იმედია საშიანო თამაშებს საღამოობით ვითამაშებთ( ხალხიც მეტი მოვა და აურაც უკეთესი იქნება).
თვითონ თამაშს რაც შეეხება: მეორე ტაიმში ჩვენებმა გასაკვირვებლად მაღალ ტემპში ითამაშეს და ცოტა რო გაგვმართლოდა მოგებაც შეიძლებოდა, მაგრამ ჩანდა რომ კლასით ლოკო უფრო მაღლა დგას. მომეწონა ფარტენაძე, სუხიაშვილი, კვასოვი და ფონიავა. თარხნიშვილს და ტვილდიანს არაუშავდა. შონიასგან მეტს ველოდი. ტაკიძემ ორჯერ გადაგვარჩინა

3 ფეხბურთელი მინიმუმ გვჭირდება ჩემი აზრით.
დინამოს თუ ეგეთი მხარდაჭერა ექნება მთელი სეზონის განმავლობაში ქულებს სახლში ბლომად დავაგროვებთ!!!!
ძალიან დიდი სურვილი არის, არა მარტო ჩემი, არამედ ბევრი გულშემატკივარის, რომ საღამოობით იყოს თამაში.
This post has been edited by Fanat on 6 May 2017, 11:11