ევრიკა!


საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი ელექტრონული ტენდერი ბათუმში სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის 22 ივლისს გამოცხადდა
• ზოგადი ინფორმაცია: კომპლექსის საერთო ფართი შეადგენს 23 000 კვადრატულ მეტრზე ცოტა მეტს; მაქსიმალური სიმაღლე ნოლის საპროექტო ნიშნულიდან შეადგენს 37 მეტრს, რაც, უხეში დაანგარიშებით, დაახლოებით 12 სართულიანი კორპუსის სიმაღლეს მაინც უნდა აღწევდეს; კომპლექსში გათვალისწინებულია სამაყურებლო ტრიბუნა 3406 სტუმარზე და უნივერსალური დარბაზი, რომელიც გამოყენებულ იქნება სპორტული ტანვარჯიშის, ჭიდაობის, საბრძოლო ხელოვნების, კრივის და სხვა ასპარეზებში. შენობაში იქნება ლიფტები, პარკირების ადგილები და სხვა დამხმარე კონსტრუქციები და ნაგებობები;
• ღირებულება/დაფინანსება: კომპლექსის მშენებლობა ფინანსდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტით და მშენებლობის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 66,5 მილიონ ლარზე ცოტა მეტს, კერძოდ 66 574 430 ლარს;
• ელექტრონული ტენდერის ჩატარების მეთოდი: აღნიშნული ტენდერი გამოცხადდა ჯერ ღია პროცედურის სახით (სახელმწიფო შესყიდვებში - ტენდერი ვაჭრობის დამატებითი რაუნდების გარეშე, NAT; ჩვენი ვებსაიტის ტერმინოლოგიით ღია ტენდერი ერთი კონვერტის პრინციპით), თუმცა მალევე შეწყდა, რის შემდეგაც კომპლექსის მშენებლობაზე გამოცხადდა და ამჟამად მიმდინარეობს რევერსული აუქციონის ტიპის ტენდერი;
• კლების ბიჯი: მოგეხსენებათ, რომ რევერსულ აუქციონში, რომელიც ტარდება სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის თანახმად, შემსყიდველი ორგანიაზაცია სავალდებულოდ განსაზღვრავს კლების ბიჯს სავარაუდო ღირებულების 0,4-დან 2%-მდე ფარგლებში. ამ ტენდერში შემსყიდველმა ორგანიზაციამ შეარჩია დაახლოებით 0,45%. შესაბამისად, კლების ბიჯი განისაზღვრა 300 000 ლარის ოდენობით;
• ტენდერის მიმდინარეობა: ტენდერი მიმდინარეობს 23 კალენდარული დღე;
• სატენდერო წინადადებები: ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა საჭიროა ატვირთონ სისტემაში მათი სატენდერო წინადადებები. სხავათა შორის, მხოლოდ ტენდერის ხარჯთაღვა, PDF ფაილის სახით შეიცავს 178 გვერდს;
• შესრულების ვადები: ბათუმში, ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კომპლექსი, სატენდერო დოკუმენტაციის პირობების თანახმად, უნდა გვქონდეს 11 თვეში, მას მერე, რაც გაფორმდება ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ მიმწოდებელთან;
• საჭირო რესურსი: ცხადია, გამარჯვებულ მიმწოდებელს (ეს შეიძლება იყოს ასევე ამხანაგობაც) უნდა გააჩნდეს საკმაოდ მაღალი რესურსი, იმისათვის რათა მან 11 თვეში მოასწროს კომპლექსის მშენებლობის დასრულება. დოკუმენტაციის თანახმად, „პრეტენდენტს, 2014 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 ივლისამდე პერიოდში შესრულებული უნდა ჰქონდეს სამშენებლო სამუშაოები (გარდა დემონტაჟის, რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის და შეკეთების სამუშაოებისა) არანაკლებ 150 000 000 (ასორმოცდაათი მილიონი) ლარის ოდენობით“.
• საგარანტიო პერიოდი: დოკუმენტაციის თანახმად, გამარჯვებულს დაეკისრება საგარანტიო ვალდებულებები. ყველაზე ხანგრძლივი გარანტია მოთხოვნილია ძირითად კონსტრუქციულ სისტემებზე, რომელიც შეადგენს 50 წელს;
http://etenders.ge/blog/BLOG_019