პრობლემა ისაა, რომ მასზე უკეთესი ამ ადგილას არავინ არ არის. ამიტომ დგას იქ სადაც დგას. თანამედროვე ფეხბურთში და მით უმეტეს იმ ტაქტიკაში, რომელსაც საქართველოს ნაკრები და თბილისის "დინამო" თამაშობენ ლობჟანიძე წესით ვერ და არ უნდა თამაშობდეს მაგრამ ალტერნატივა არ ჰყავს და ამიტომ თამაშობს.
ნაკრების სამ ცენტრალურ მცველიან ტაქტიკას სჭირდება მოიერიშე ფლანგის მცველები. კონკრეტულად ლობჟანიძემ შეტევისას უნდა 1. შეავსოს ზონა, რომელიც იქნება მარჯვენა გარემარბის ცენტრში შესვლის შედეგად; 2. თავის თანაგუნდელ მარჯვენა გარემარბს მოაშოროს ზედმები კაცი (მარცხენა მცველი) და აიძულოს გაყვეს მას და არ შეიწიოს ცენტრში; 3. შეტევაში ჩართვისას გაიყოლოს მოწინაააღმდეგის მარცხენა ნახევარმცველი და ამით მას შეტევისთვის ნაკრები დრო და ენერგია დაუტოვოს.4. ფლანგიდან გააკეთოს ჩაწოდებები და "პრასტრელები" მოწინააღმდეგის საჯარიმოში 5. კონტრშეტევისას ჩამოასწროს უკან და დაკეტოს თავის ზონა. ეს ყოველივე კი მოითხოვს მინიმუმ ოთხ რამეს: 1. ტაქტიკურ განსწავლულობას; 2. ტექნიკურ არსენალს 3. სისწრაფეს 4. ფიზიკურ გამძლეობას. აქედან რა და რა დოზით ააქვს ლობჟანიძეს ამაზე შეიძლება ცალკე თემა შეიქმნას აქ ფორუმზე
თითქმის იგივეს ითხოვს "დინამოს" ტაქტიკაც. ამიტომ ცოტა არ იყოს და მიკვირს რად უნდა გეგუჩაძეს ლობჟანიძე. ნაკრებში გასაგებია, რომ სხვა არჩევანი არ არის და იძულებული ხარ, რომ ათამაშო მაგრამ კლუბში, როდესაც შეგიძლია ლეგიონერი მოიყვანო, რატომ უნდა აგყავდეს ლობჟანიძე.
სხვათაშორის ცხადაძეს პირადად ააქვს ნათქვამი, რომ უჩათი კმაყოფილი ვერ არის მაგრამ სხვა არჩევანი უბრალოდ არ მაქვსო - "ეეჰ, ზაზა რევიშვილი რომ მომცა მანდ რა იქნებოდაო..

". ცუდი ისაა, რომ საქართველოს ჩემპიონატის დონის გათვალისწინებით ნაკრები სავარაუდოდ ორ ფეხბურთელს დაკარგავს ამისულაშვილს და ლობჟანიძეს.
This post has been edited by vanika on 5 Jan 2016, 15:03