არააა მასე
ეს ხო დარჩება
კაკაბაძე ჭანტურია რეხვიაშვილი თევზაძე
ცინცაძე პარუნაშვილი
კიტეიშვილი ლობჟანიძე
არაბული ქვილითაია
მეკარეზე არის რამოდენიმე ვარიანტი თუ ფული გვექნა ლორიას დაბრუნება შეიძლება თუ ისევ ასე წყალწაღებულად 3000 ლარი ხელფასის გადახდა შეგვიძლია მაშინ ნადირაძეს და თებიძეს მოვიყვანდი და კონკურენცია იქნებოდა მაგ 2-ში ქურდაძეც არაა ცუდი ბიჭი და ეგეც შეიძლება მეტი არავინ ესენი ორივე გასაშვებია.
ახლა მცველებს მოვუყვეთ
მარჯვენა მცველზე კაკაბას კონკურენტად ნოდარ იაშვილს მოვიყვანდი საბურთალოდან ბოლო ტურებში კაკაბაზე უკეთაც თამაშობს თუ კაკაბა წავიდა ევროპაში დავით მთივლიშვილსაც მოვაყოლებდი და 2 პერსპეკტიული მარჯვენა მცველი იქნებოდა კონკურენციაში ორივეს აქვს კარგი მონაცემები მართლა
ცენტრალურ მცველზე თუ ფული გვექნა ლეგიონერს გერმანია ავსტრია სერბეთი აქედან ჩამოვიყვანდი მცველს სადაც უმაღლეს დონეზეა პოზიციური თამაში აყვანილი. მარცხენა ცენტრალურ მცველზეა საუბარი თორემ ჭანტურა უკონკურენტოა მარჯვნივ. თუ არადა თოთაძეს დავაბრუნებდი და მარჯვენა ცენტრალურ მცველად სანდოხაძეს მოვიყვანდი სამტრედიადან ჭანტურიას ზამენად.
მარცხენა მცველზე თევზა ძალიან კარგია მაგრამ ზამენა არ ყავს მე ასე მოვიქცეოდი ნავალოვსკის მოვიყვანდი დილადან და მარცხენა ნახევარმცველზე თევზაძეს ავწევდი საჭიროების შემთხვევაში რომელიმეს თუ თამაშის გამოტოვება მოუწევდა დაცვაში ის დაიწევდა...
ახლა საყრდენ ზონას პარუნაშვილი ცინცაძე ორივე მომწონს და მშვენიერი დუეტია მაგრამ შეიძლება უფრო მრავალფეროვანი გახდეს ჩვენი ცენტრალური ზონა 2 კონკურენტის მოყვანით პირველ რიგში თუ ჩემპიონატიდან ვინმეა მოსაყვანი ეს არის გიორგი ხარაიშვილი საბურთალოდან იდეალურად შეუწყვილდებოდა ცინცაძეს. მეორე კონკურენტი კი გუგა ფალავანდიშვილი ს მოყვანა შეიძლება დილადან რადგან როცა გუნდს მეორე ნომრად მოუწევს თამაში გუგა სუფთა ტიპის ჩამშლელია როგორც კანკავა თან ამ 4-ში 2 ადგილისთვის ძალიან დიდი კონკურენცია იქნებოდა.
ფლანგები მთავარი პრობლემა: ფლანგებზე ფული თუ გვექნა პირველ რიგში ლუკა ზარანდიას მოვიყვანდი დინამოში უნიჭიერესია და ტყუილად დრო უცდება გენკში... თუნდაც არენდა რომ გააკეთონ ამ ბიჭის ძალიან კარგი იქნებოდა. თუ უფულოდ ვიყავით დავით ჯიქია სამტრედიადან და გიორგი ერისთავი დილადან ყველაზე კარგი ვარიანტია მათ გარდა ლობჟანიძე კიტეიშვილია და კონკურენცია მანდაც დიდი იქნებოდა
ფორვარდზე კი ჩემი აზრით არ გვჭირდება ცვლილება არაბული ქვილითაია ორივე ძალიან ნიჭიერი ბიჭია და დარწმუნებული ვარ ერთად რომ დადგებიან მაგრად გაიხსნებიან უბრალოდ მთავარია ერთად დააყენოს გეგუჩაძემ
ანუ ფული თუ გვექნა დაახლოებით ასეთი სასტავის მიღება შეიძლება:
ლორია
კაკაბაძე ჭანტურია ლეგიონერი თევზაძე
ცინცაძე ხარაიშვილი
ზარანდია----------------ნავალოვსკი
---------არაბული ქვილითაია----
+ მაგარი სკამი
და თუ უფულოდ ვიყავით და კაკაბაძე ცინცაძეც წავიდნენ(დიდი ალბათობით წავლენ ზამთარში) მაშინ ასე...
ნადირაძე(თებიძე)
ნოდარ იაშვილი(მთივლიშვილი)-----ჭანტურია(სანდოხაძე)----თოთაძე(რეხვო)----თევზაძე
------------------------------------ხარაიშვილი-პარუნაშვილი(ფალავანდიშვილი)------
--------------ერისთავი(ლობჟანიძე-----------------------------------ჯიქია(კიტეიშვილი)-----
--------------------------------------------არაბული-ქვილითაია(კაჭარავა)
ეგაა და ეგ... თუ არ დაგეზარებათ წაიკითხეთ რავიცი
This post has been edited by crack94 on 17 Oct 2015, 20:20