თუ არ ყვირის - რბილია
თუ ყვირის - მკაცრია
თუ არ იგინება - დებილია
რატომ არის ასეთი სტერეოტიპები?

მთავარი აქვს კობის, პრინციპულია და მიზანდასახული
პროგრამას რაც შეეხება, ყველაფერს ცოტ-ცოტათი დაიწყებს.
http://globalsport.ge/ge/11209-3-oqtombris...mde-da-shemdeg/3 ოქტომბრის საღამომდე და შემდეგ
07 ოქტომბერი, 14:30
kobi
დაიწყო! მოიგო ლევან კობიაშვილმა და მეორე დღეს ისეთი ფოტოები და ვიდეოები ვნახეთ, რბილად რომ ვთქვათ, ულამაზო იყო. ხალხი, რომელიც მიზეზებს ეძებდა ლევან კობიაშვილის გასაკრიტიკებლად და სულ ჩასაფრებულნი იყვნენ, უცებ კობიაშვილის გულუხვი მხარდამჭერი გახდა. მხარდამჭერი კი არა, ფანი სრული ამ სიტყვის გაგებით!
რევაზ არველაძეს მოსალოდნელ 16-ის ნაცვლად, 15-მა კაცმა დაუჭირა მხარი. არა, 16-ითაც წააგებდა, მაგრამ მაინც. შესაბამისად, არველაძეს ვიღაცამ უღალატა. ციფრების შესაბამისად, კობიაშვილს 17-ის ნაცვლად, 18-მა მისცა ხმა. ვინ იყო ის “პრინციპული” კაცი? ხან ვინ დაასახელეს, ხან ვინ, მაგრამ გავიგეთ, ბევრს უთქვამს – მე ვიყავი მეთვრამეტეო...
თქვე კაი ხალხო, გუშინ კობიაშვილი რომ სადღაც გერმანიაში შემთხვევით მოხვედრილი ფეხბურთელი…იყო, დღეს ქართული ფეხბურთის პანაცეა როგორ გახდა? ასე უცებ მაინც ნუ მივარდებით მხარზე კოცნით, ერთი კვირა მაინც დაიცადეთ ზრდილობის გულისთვის, რაღაც ზღვარი გქონდეთ.
შეაყარეთ კედელს ცერცვი. კობიაშვილი პრინციპული ადამიანია და ზრდილობაც არ ეშლება, დღესვე ვერ აგრძნობინებს ამ ხალხს, რომ ცუდად იქცეოდნენ და არიქა, უნდა აიბარგონ ფედერაციიდან. ასაკით უფროს ადამიანებს ამას ვერ შეჰკადრებს, თუმცა დღესვე გეუბნებით, ბატონო ლევან! ფრთხილად იყავით!
კაცი საქმით უნდა იზომებოდეს და საქმის ნაწილია პრინციპულობაც. ეჭვი არ გვეპარება, გულში მშვენივრად იცით, ვინ რას გისურვებდათ 3 ოქტომბრის საღამომდე. აქ საუბარი არაა იმაზე, რომ რეზო არველაძეს გულშემატკივრობდნენ. ყველას აქვს ამა თუ იმ კანდიდატის მხარდაჭერის უფლება, მაგრამ რა ხერხებით და რა მაქინაციებით, ეს არის საკითხავი.
სუფთად? კი, ბატონო, მაგრამ ვაი, რომ ეს სუფთად არ ხდებოდა.
შესაშურად იასპარეზა ჭეშმარიტმა ოსტატმა მაიკლ ჯორდანმა...