წელს "ტორპედოსთვის" საიუბილეო წელია, მას დაარსებიდან 70 წელი უსრულდება!!! ჰოდა, ხელმძღვანელობას მოვთხოვოთ ევროთასებზე გასვლით თუ არა, ისე მაინც აღინიშნოს ეს თარიღი ღირსეულად, როგორც ეს ჩვენს ქალაქსა და მისი საამაყო კლუბის ტრადიციებს შეფერის. კერძოდ:
1. ერთხელ და სამუდამოდ გაკეთდეს წესიერი ლოგო (რომელიც კლუბის ისტორიაზე იქნება პირველ რიგში დაფუძნებული და არა ვინმეს ხუშტურზე), მათ შორის საიუბილეოც (ამ პრაქტიკას აქტიურად მიმართავენ წამყვან საფეხბურთო ქვეყნებში);
2. ამუშავდეს კლუბის ინფორმაციულად დატვირთული და ტექნიკურად გამართული ოფიციალური ვებ-გვერდი (სასურველია იყოს სამენოვანი: ქართული (თავისთავად), ინგლისური (საერთაშორისო დანიშნულებისთვის) და რუსული (რადგან ჯერ კიდევ ძალიან დიდია ინტერესი საბჭოთა წარსულის მქონე საფეხბურთო კლუბებისადმი);
3. ყურადღება მიექცეს კლუბის საერთაშორისო კავშირ-ურთიერთობებს, რომელიც ამჟამად სრულიად ჩამკვდარია (ვგულისხმობ იმას, რომ სულ მინიმუმ "ტორპედო" აუცილებლად უნდა გახდეს ევროპის კლუბთა ასოციაციის (The European Club Association (ECA) -
http://www.ecaeurope.com/) სრულფასოვანი წევრი);
4. ასევე ერთხელ და სამუდამოდ გაკეთდეს კლუბის მუზეუმი, რომელსაც ამდენი ხანია გვპირდებიან!!! და
5. გაიმართოს კლუბის იუბილისადმი მიძღვნილი ორი საერთაშორისო შეხვედრა (ერთი ძირითადი გუნდის, ხოლო ერთიც ვეტერანების მონაწილეობით)!