რამდენად ცუდი ხელმძღვანელობაც არ უნდა იყოს, რამდენად ცუდი გუნდიც არ უნდა გვყავდეს, რამდენად ცუდი დამოკიდებულებაც არ უნდა იყოს ფანებსა და ხელმძღვანელებს შორის, ფანებსა და ფეხბურთელებს შორისაც კი ...
რანგით მესამე დივიზიონშიც რომ ვიყოთ, ვაფშე ერთი თამაშისთვის რო შეიკრიბოს გუნდი 2 დღით ადრე, ქუთაისში დინამო თბილისთან თამაშის დროს ესეთი ნეგატიური განწყობა არ უნდა იყოს ...
ყველაფერი გვერდზე უნდა გადაიდოს, ყველა წყენა ერთი დღით უნდა დაივიწყოთ.
სახელს და ქალაქს ვცეთ პატივი, თორე დღევანდელი ხელისუფლება მუდმივად არ იქნება, წავლენ და სხვა მოვა.
უარეს დღეშიც ყოფილა ტორპედო, იმდენად უარეს დღეში რო ქუთაისის მეორე გუნდი უნივერსიტეტი იყო პირველ ლიგაში ჩვენზე მაღალ ადგილზე, მაგრამ ამოვძვერით მაგ სიტუაციიდანაც, იყო სიხარული და გადაჭედილი სტადიონები.
უნდა შეეგუოთ იმ აზრს, რომ ყველას ფეხებზე კიდია დღეს სახელი, ისტორია, არავინ არ დგას ღირსების და პატივის დასაცავად, ხალხის გარდა.
მაგათი მიზანიც ეგ არის რო ხალხში იმედგაცრუება გამოიწვიონ, აღარავინ ყავდეთ მოწინააღმდეგე, არავინ უზღუდავდეთ სამოქმედო არეალს.
სამწუხაროდ როგორც ვხედავ მიაღწიეს მაგ მიზანს - ხალხი ხვალინდელ თამაშზე წასვლასა და არ წასვლას შორის ყოყმანობს და დინამოსთან თამაშს რიგით თამაშს უწოდებს ...
ეს რო ფეხბურთელების ყურამდე მივიდეს როგორ წარმოგიდგენიათ ვისი გულისთვის ითამაშებენ ან რა მოტივაციით ითამაშებენ ???
არასწორია ეგეთი დამოკიდებულება.
გადით გარეთ, ილაპარაკეთ ფეხბურთზე, ტორპედოზე და გაავსეთ ხვალ სტადიონი.
მე პირადად გვერძე ვდებ ყველა საქმეს, მიუხედავად იმისა რო ოთხშაბათია, სამუშაო დღეა და მოვდივარ ქუთაისში ...
ამ თამაშის მოგებას შეუძლია ყველაფრის დადებითად შემოტრიალება, ახალი მუხტის გაღვიძება, ახალი ფურცლიდან დაწყება ყველაფრის.