4 დეკემბერს იაპონიის დედაქალაქში იწყება მსოფლიოს ერთ-ერთი უპრესტიჟულესი ტურნირი ძიუდოში -
ტოკიოს გრან სლემი.
ეს სლემი ერთ-ერთი უპრესტიჟულესია ანალოგიურ ტურნირებს შორის (პრინციპში, ძიუდოს სამშობლოში ჩატარებული ტურნირი სხვანაირი ვერ იქნებოდა). ძიგორო კანოს ტურნირი წლის დასკვნით შეჯიბრებად ითვლება და მის შემდეგ რეიტინგში დიდი გადანაცვლებები არაა მოსალოდნელი.
ტურნირის საპრიზო ფონდი 154.000 აშშ დოლარია.
ქულები და საპრიზო ფონდი შემდეგნაირად გადანაწილდება:
პირველი ადგილი - 500 სარეიტინგო ქულა და 5.000 აშშ დოლარი (4.000 ძიუდოიტს, 1.000 მწვრთნელს);
მეორე ადგილი - 300 სარეიტინგო ქულა და 3.000 აშშ დოლარი (2.400 ძიუდოიტს, 600 მწვრთნელს);
მესამე ადგილი - 200 სარეიტინგო ქულა და 1.500 აშშ დოლარი (1.200 ძიუდოიტს, 300 მწვრთნელს).
წლევანდელი ტოკიოს გრან სლემზე მოპოვებული ქულების 100% ჩაითვლება რიოს ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო რბოლაში.
ტურნირი სამ დღეზეა გადანაწილებული:
4 დეკემბერი: კაცები -60 კგ, -66 კგ. ქალები -48 კგ, -52 კგ, -57კგ.
5 დეკემბერი: კაცები -73 კგ, -81 კგ. ქალები -63 კგ, -70 კგ.
6 დკემბერი: კაცები -90 კგ, , -100 კგ, +100 კგ. ქალები -78 კგ, +78 კგ.
წინასწარი შეხვედრები ადგილობრივი დროით 9:30 საათზე, ხოლო ფინალური ბლოკი 16:00 საათზე დაიწყება.
მოანაწილეთა სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მითითებულ ბმულზე:
http://www.judobase.org/#/competition/prof...243/competitorsბადეები და შედეგები:
http://www.ippon.org/საყურებელი ბმული:
http://134.213.29.25/live/აღსანიშნავია, რომ ქართველთანაგან ეს პრესტიჟული სლემი არავის აქვს მოგებული და იმედია ამ სეზონში გავტეხავთ ნავსს.
გამარჯვებულები 2006-2013:

2014 წლის გამარჯვებულები & შვიდეული:




ესეც ქართველთა უძლიერესი შემადგენლობა:

ეს ტურნირი ჩვენთვის იმითაცაა საინტერესო, რომ რამდენიმე საინტერესო კითხვას უნდა გასცეს პასუხი. მაგალითად შეინარჩუნებს თუ არა ჭრიკიშვილი სეზონის ბოლოს პირველი ნომრის სტატუსს, შეძლებს თუ არა ლიპარტელიანი გვაკის გადასწრებას რეიტინგში და კიდევ ერთი დიდი ინტრიგა - როგორ გამოვა ბექა ღვინიაშვილი მისთვის უჩვეულო, -100 კგ წონაში.
წარმატებები ჩვენს ნაკრებს!
This post has been edited by ZEUS on 29 Nov 2015, 13:13