ცოტა ჩემს თავზე მეცინება, რანაირად ვახერხებ ყოველ დილას აქ შემოსვლას და ათასი ჯიშის პოსტის წაკითხვას, იმის იმედით რომ დინამოზე და მის სავარაუდო ახალწვეულებზე რამე სიახლეს გავიგებ...
თუმცა რაღაც ჩვევები არასდროს ქრება, ადრე დილაობით, ჯერ ლელოზე გავრბოდი ხოლმე და მერე შევდიოდი ტუალეტში... თან საგაზეთო კიოსკიც სახლიდან საკმაოდ მოშორებით იყო და დილის ვარჯიში გამომდიოდასავით... ეგ კი არა, ზღვაზე ვიავი, თუ მთაში სადმე ერთი მეგაზეთე თუ მეგულებოდა ეგრევე ვუთანხმდებოდი და რა დროსაც არ უნდა ჩამოსულიყო ეგრევე ვხვდებოდი.... იმ ლელოსაც მარტო დინამოზე რაიმე ახლის გაგების იმედით ვყიდულობდი...
უცნაური ის იყო რომ ამ ჩვევას ვერც დინამოში მუშაობის 4 წლის განმავლობაში შევეშვი... როცა ყველანაირ ინფორმაციაზე მქონდა პირდაპირი წვდომა, მაგრამ რატომღაც მაინც მეგონა გაზეთში ან ფორუმზე რამე ახალს ვნახავდი - ჩვევაა რა და შეეცი თუ გინდა...
ფაქტი ერთია - არასდროს არცერთი ინფორმაცია, სავარაუდო ლეგიონერთად დაკავშირებით არ გამართლებულა.
ეს ლოგიკურად იხსნება - ინფორმაცია პოტენციური ახალწვეულების შესახებ, მხოლოდ სპორტულ დირექტორს, მწვრთნელს და შეიძლება პრეზიდენტს ჰქონდეთ... ამათგან კი დამეთანხმდებით ფორუმზე პოსტვას არავინ დაიწყებს. ყველა ვალდივია ტროლია, უკეთეს შემთხვევაში ვინმე თინეიჯერის სურვილი... არის კიდევ ერთი პონტი - ვიღაც მომენეჯერო ტიპები, სთავაზობენ დინამოს ვიღაც მოთამაშეებს, მერე ახლობლებს ეუბნებიან აი დინამოს ეს შევტავაზეო და ისინიც პოსტავენ - არიქა, ნუნუ გომეში ჩამოდის დინამოშიო...
ამიტომ ნძრევაა ეს ყველაფერი - ტრაანსფერმარკეტის ლინკებზე შესვლა და მერე ვინმე მოთამაშის დინამოს სასტავში წარმოდგენა...
მაგრამ სავსებით გასაგები და მიჩვეული ნძრევა... როცა დინამოს გარდა არაფერი გაინტერესებს, გინდა ამ შენ დინამოზე რაც შეიძლება მეტი გაიგო და მზად ხარ ვიღაც იუზერის ფანტაზიაც დამატებით ინფორმაციად მიიღო - იმიტომ რომ არსებული, რეალური ინფორმაცია საკმარისი არაა...
მე კიდე ბავშვობიდან დინამოს გარდა ყველაფერი მეკიდა, დინამო ბევრად მეტად მიყვარდა და მიყვარს ვიდრე ფეხბურთი, სპორტი, ან თუნდაც ეროვნული ნაკრები... რატომ? როგორ? წარმოდგენა არ მაქვს... ეგრე მომყვა რო დავიბადე - დნმ-ში მედო ალბათ

ამიტომ ეხლაც შემოვდვარ აქ, შევალ მერე ტრანსფერმარკეტის ან იუთუბის ლინკზე, ვუყურებ ვინმე ჩეხს, განელს ან უგანდელს და წარმოვიდგენ ხოლმე დინამოს მაისურში

ბავშვობაში როცა ყველა სკოლის რვეულის ბოლო გვერდებზე დინამოს მაისურის ჩემი ვერსიები და შემადგენლობს ჩემი სქმები მეწერა... ზოგ პოზიციებზე მოგინილ ხალხს ვწერდი - მახსოვს მარცხენა მცველი მყავდა გამოგინილი პერსონაჟი, დრედებიანი აფრკელი ბიჭი - რომლის გამოგონილ სახელსაც ეხლა ვერ ვიხსენებ

მაისურების და ლოგოების ხატვა მაშინ რომ ვერ წარმოვიდგენდი ისე დამიფასა ცხოვრებამ და რამდენიმე სეზონი გუნდს ჩემი შერჩეული ვიზუალი ჰქონდა...
მეტი რა... ან ამ დილაუთენია რატომ დავწერე ეს "ქამინგაუთი"

კაცმა არ იცის, წლებია არაფერი დამიპოსტავს
იმედია წელს მართლა მოვა 1-2 კარგი ლეგიონერი, რატომღაც საოცნებო დინამო ყოველთვის ბევრი ლეგიონერით წარმომედგინა... ერთი ალბათ იმიტომ რომ თანამედროვე საკლუბო ფეხბურთი, როგორც წესი სხვადასხვა საფეხბურთი კულტურის ტიპების სინთეზზე დგას... და სადღაც ალბათ ისიცაა რომ ქართველ ფეხბურთელებს, ყველა თაობისას კარგად ვიცნობ და მხოლოდ მცირე პროცენტს აღვიქვამ სრულფასოვან ადამიანად - შესაბამისად იმ დინამოსთვის გამოსადეგ კადრად მე რომ მინდა და წარმომიდგენია. ბავშვების იმედი უნდა გქონდეს ხოლმე კაცს და მეც არ ვარ გამონაკლისი, ინტერნეტი მაინც აქვთ აკადემიის ბავშვებს და ეგება წინა თაობებზე ცოტა მეტი ადამიანური უნარები განივითარონ... მაგრამ ისიც არის რომ აკადემიის ერთ-ერთი გუნდის თამაშის წინ თავად ვნახე როგორ იმაღლებდა განწყობას გუნდის ლიდერი ყურსასმენებში "ვლადიმერსკი ცენტრალის" სმენთ და როგორ ჯიჯგნიდა კბილის საჩიჩქნით ახალთახალ ტახტს აკადემიის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე... მაქსიმუმ გოგიტა გოგუა ან ზაზა ჯანაშია გამოვიდეს ამათგან, გოგუა-ჯანაშიები კი მოსკოვებში სულ რომ იფრინონ, ჩემი აზრით დინამოს ღირებულს ვერაფერს მოუტანენ.