ხელფასი ჰქონდა მაღალი და ბონუსებზე ვერ შეთანხმდნენ ხომ?!

საბურთალო, ნახალოვკელი ტარო და გეგუჩაძე არაფერ შუაშია ხომ?!

კონტრაქტში ეწერა, რომ სფფ-ს ნებისმიერ დროს შეეძლო კონტრაქტის გადახედვა, განსაკუთრებით თუ საქმე ხელფასს შეეხებოდა ხომ?!

და ცხადაძე ისეთი იმბეცილია ასეთ კონტრაქტს ხელი მოაწერა ხომ?!

ცხადაძის კონტრაქტიდან ხელფასის ნაწილი გაასაჯაროეს კობიმ, ტარომ, მუჯირმა და ჭუმბურამ და კონტრაქტის დანარჩენ ნაწილზე მოქმედებს კონფიდენციალურობა მხოლოდ ხომ?!

21 წლამდელთა ნაკრებში გეგუჩაძე იმიტომ ვერ დაინიშნა, რომ ჯერ კონსულტაციებს მართავდნენ ხომ და გეგუჩა დინამოდან არ მოდიოდა ხომ?!

იურა იარაბეკთან ფიფიამ და ხუციშვილმა მოლაპარაკებები დეკემბრის ბოლოს შემთხვევით დაიწყეს ხომ?!

ფიფიამ უბრალოდ ადგა და გაუშვა გეგუჩაძე შუა სეზონში. მერე რა რომ საქ. ჩემპიონატში პირველ ადგილზე გავიდა პირველ წრეში და ასე თუ ისე ხარისხიან ფეხბურთს თამაშობდა. ისე უბრალოდ მისი ვარცხნილობა აღარ მოეწონა და გაუშვა ხომ?!

ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელზე ხელფასი დაიზოგება ხომ და ის ფული ბავშვთა ფეხბურთს მოხმარდება ხომ?!:)
სფფ გამჭვირვალედ მუშაობას იწყებს და ყველაფერი ნათელი იქნება გულშემატკივრისთვის ხომ?!

ახალ მთავარ მწვრთნელს რომ დანიშნავენ მისი კონტრაქტი საჯარო იქნება ხომ?!:) და ხელფასს რომ გადაურიცხავენ თვის ბოლოს და მსოფლიოზე რომ გაგვიყვანს კიდევ ბონუსს, ბანკის ამონაწერს ვებსაიტზე დადებენ ხომ?!
აბა თქვენ იცით ბიჭებო... თქვენ გენაცვალეთ მენეჯმენტში... თქვენ სამუშაო გამოცდილება გქონდათ, რას ლაპარაკობ სფფ-ს ააწყობთ კი არა შეიძლება სხვა სპორტის სახეობებსაც მიხედოთ..
This post has been edited by vanika on 26 Jan 2016, 11:20