http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-f...oblebisgan.htmlრა თქმა უნდა, ძალიან კარგია, ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა რომ დამტკიცდა, მაგრამ ეს ჯერ არ გვაძლევს ზეიმის უფლებას. სახელმწიფო კლუბები, გაბერილი შტატები, ამ გუნდებს მიტმასნილი ათასი ნაძირალა... ეს ყველაფერი მოსაშორებელია და იოლი არ იქნება...
და გაბერილი ხელფასები მაშინ, როცა რაიონებში, არაერთ სახლში წვიმს და ცივა - ეს უკვე უსამართლობაა და ქართული საკლუბო ფეხბურთი სწრაფი ტემპით უნდა დაიძრას განახლებისკენ, გაჯანსაღებისკენ, კერძო სექტორისკენ...
ამ ფულს კი, საკმაოდ დიდ თანხას, უმკაცრესი კონტროლი სჭირდება, თორემ ფული ქართულ ფეხბურთში ადრეც იხარჯებოდა. ესაა, არასწორი მიდგომის გამო შედეგი არ ჩანდა და თუ თითოეული თეთრი უმკაცრესად არ გაკონტროლდა, არც მომავალში გამოჩნდება...
ამბობენ, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს მომავალი სეზონიდან დიდი რყევები ელისო და იქნებ გვარიანმა შეჯანჯღარებამ ქართულ ფეხბურთს უშველოს კიდეც. იმასაც ამბობენ, ჩვენს საკლუბო ფეხბურთს ერთი ისეთი პიროვნებაც გაეცლება, არაერთ ქართულ გუნდში რომ აქვს თავისი ინტერესებიო...
ვნახოთ, ის კი ფაქტია, რომ ჩვენს წერილში სანაკრებო თემას საკლუბოც შევურიეთ. რას ვიზამთ, მხოლოდ ეროვნულ გუნდზე ან მხოლოდ კლუბებზე წერა არ გამოდის, ეს ერთი დიდი ჯაჭვია...
ქართული საკლუბო ფეხბურთის განვითარება კი ის სეგმენტია, რომლის გარეშეც საქართველოს ვერასოდეს ეყოლება ძლიერი ნაკრები. ამ ფორმაციის ფეხბურთის ფედერაციის დროს გაკეთდა ის, რასაც სრული 25 წელია ველით, მაგრამ თუ ამით დავკმაყოფილდით და ეს გამარჯვება არ განვავრცეთ, მალე სიხარულს მარცხის სიმძი
მე შეგვიცვლის.
ფაქტია, ქართულ კლუბებში უსერიოზულესი წმენდაა ჩასატარებელი. წლების განმავლობაში გარყვნილ, ყველაფერს შეჩვეულ კაცს ვერაფერს უშველი, თორემ პატიოსან და მონდომებულ კადრს ყველაფერს ასწავლი...
სხვათა შორის, სწავლაზე ფული არამც და არამც არ უნდა დაიზოგოს. მეტიც - ქართულ ფეხბურთში მოღვაწე ყველა ადამიანისთვის სავალდებულო უნდა იყოს უცხოური ენების ცოდნა, რაკი ზოგადად ფეხბურთი უკვე დიდი ხანია, აღარ არის მხოლოდ თამაში და მისი მნიშვნელობა გაცილებით მეტია.
რა თქმა უნდა, ჩვენს ფეხბურთში წლების განმავლობაში იმდენი ჭირი დაგროვდა, ერთ ჯერზე და ერთი ამოსუნთქვით მას ვერ ვუშველით, მაგრამ ჭაობში ჩაძირულსა და სასიკვდილოდ გამზადებულს ყოფა რომ უნდა შევუმსუბუქოთ, ეს ფაქტია.
ჩემპიონატს ხომ ვატარებთ და ნაკრები ხომ თამაშობსო - ადრე ეს არგუმენტი გვესმოდა. არ გამოდგება ის - ფიფა და უეფა, ფორმალურად მაინც, იმდენად დემოკრატიულები და ტოლერანტები არიან, რომ ფეხბურთის თამაშს არ აგვიკრძალავენ...
This post has been edited by sergo_38_fcz on 5 Feb 2016, 19:56