რა დღეში ხართ ვაისზე!?
რუსეთის ჩემპიონატშიც მახსოვს და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშიც მაგის გუნდს ვქომაგობდი.
არა მგონია, რომ ცხადაძეზე ბევრი გააკეთოს.
მახსოვს რამხელა კონფლიქტი ჰქონდა სლოვაკ ჟურნალისტებთან - ბოიკოტიც გამოუცხადა და აუკრძალა ფეხბურთელებს მათთან კონტაქტები. თავში აუვარდა და ბოლო მატჩი ჩააგდო.
ძალიან ფიცხი და თავშეუკავებელია. საშუალო დონის მწვრთნელია. მაშინ სლოვაკიას კარგი თაობა ჰყავდა და გაისროლეს კიდეც.... არა გვყავს ისეთი ძლიერი ფეხბურთელები ეხლა ჩვენ. ამიტომ ვაისის წარმატების გამეორებას არც გავივლებ თავში.
აი კაირატში რომ მოხვდა იმ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ეგეც მეტყველებს ძალაზე...
თუმცა შეიძლება რამე გამოუვიდეს. მაგრამ არა მჯერავს ვაისის. უფრო ცხადაძეს გაეგრძელებინა წამოწყებული გუნდის ჩამოყალიბება სჯობდა.
თუმცა გილოცავთ! იქნებ გაიბრძოლოს ვაისმა...
მხოლოდ წინ! ევროპული ოცნებისკენ!...