ფედერაციის გადაწყვეტილებით გურჯაანის „ალაზანიდან“ ორი ფეხბურთელი დასაჯეს, „მარკ სტარსიდან“ - არავინ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპილინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, საქართველოს ჩემპიონატის მე-2 ლიგის აღმოსავლეთ ზონაში 16 მარტს მომხდარი ინციდენტისას ჩაშლილ მატჩში მოგება გურჯაანის „ალაზანს“ ჩაეთვალა ანგარიშით 3:0. რაც შეეხება ჩხუბში მონაწილე ფეხბურთელებს, „ალაზანიდან“ გიორგი მურველაშვილსა და ილია ბერიაშვილს სამ-სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, „მარკ სტარსიდან“ კი არავინ დაუსჯიათ.
შეგახსენებთ, რომ ჩაშლილი მატჩის შემდეგ გურჯაანული გუნდის 2 ფეხბურთელი ცივი იარაღით დაჭრეს. დაჭრილი გიორგი მურველაშვილი და აჩიკო ბოხაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბოხაშვილი საავადმყოფოდან გუშინ გამოწერეს.
მომხდარ ჩხუბთან და დაჭრასთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა მეორე დღეს ხულიგნობის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს.
რაც შეეხება „მარკ სტარსს“, მიუხედავად მათი გულშემატკივრების მხრიდან დაწყებული პროვოკაციის, ჩხუბისა და დაჭრის ფაქტისა, ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა თბილისურ გუნდს არანაირი სანქცია არ დააკისრა.
გურჯაანის „ალაზანი“ დღეს მე-2 ლიგის მორიგ კალენდარულ საშინაო მატჩს თელავის გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე თბილისის „ოლიმპთან“ გამართავს.
http://ick.ge/rubrics/sport/26553-i.html