zedela88ორი აზრი არაა..
ჰოლანდიური სკოლა სხვა გალაქტიკაა სამწუხაროდ აღმოსავლეთ ევროპისათვის
ერთადერთი რაც მაგ ბავშვებს სჭირდებოდათ არის გამოცდილება ჩემპიონთა ლიგის დონეზე დანარჩენი დაფრინავდნენ
გააზრებული ტაქტიკური თამაში, კლასი,სწორი ფეხბურთი ერთი სიტყვით..
დღემდე რაც მიმაჩნია ჩვენი პრობლემა არის მწვრთნელთა კვალიფიკაცია
არავის შეურაწყოფას არ ვაყენებ მაგრამ ელემენტარული ც ლიცენზიის მიღება 400 ლარად გვარდება სასწავლი დიდი არაფერი
სამწუხაროდ არ იციან ბავშვებთან სწორად მუშაობა სწორი დატვირთვები უმეტეს სკოლებში
მერე ხან მინდვრებს აბრალებენ მაღალ ტრამვიანობას და ხან უბედობას
არადა ნაკრები ავიღოთ ჩვენი რამდენი ტოპ მწვრთნელიც გვყოლია (ტოპმიულერი,კუპერი,ბოსკამპი,ჟირესი) ყველას ერთხელ მაინც აქვს ნათქვამი ინტერვიუში ჩამოყალიბებული ფეხბურთელი მინდა ბირთვში და აქ ბევრ რამეს ვასწავლით ისეთს რაც საბავშო სკოლაში უნდა ესწავლათო
კუპერი საერთოდ ხელით მიყავდა კონკრეტულ ადგილას და ისე უხსნიდა აქედან აქ უნდა ირბინო ეს გამიკეთეო რომ ვერ აგებინებდა.
აი რა არის ჰოლანდიური ფეხბურთის პლუსი მწვრთნელთა ხელი რაში ეტყობა: თითოეულ ზონაში თითოეულ ფეხბურთელს გააჩნია თავისი კვადრატი უხეშად რომ ვთქვათ

ხოდა უპირველესი საზრუნავი არის ამ კვადრატში გააკეთოს თავის მაქსიმუმი სწრაფად იქნება ეს ჩაშლა თუ შექმნა
არავინ ავალებს მარადონა ხარ და ათრიე ბურთი ფინტები აკეთეო
თითოეული ზონა ერთმანეთთან ჯაჭვურადაა დაკავშირებული რაც ერთ მექანიზმს ჰქმნის
აი აქედან იწყება უკვე სტრატეგიული ხედვა რა სტრატეგიით გინდა ათამაშო გუნდი
ჩვენთან ფეხბურთელს გაუგებარს უხსნიან როდესაც კონკრეტული პოზიცია არ იცის როგორ დაამუშავოს და რა ევალება