პორტუგალიას ისე შევაკვდით, მოსალოდნელი იყო, რომ ბოლოს გაგვიჭირდებოდა.
არაბიძე - ძაან უნდა, რომ ქართველი აუდიტორიის წინაშე რაღაც განსაკუთრებული გააკეთოს და ეს ძაან უშლის ხელს. უნდა აუხსნას ვინმემ, რომ საკუთარ მოედანზე, აუტის ხაზთან ისეთს ვერაფერს გააკეთებ, რომელიც 2 დღეზე მეტი ემახსოვრება ვინმეს. ამიტომ, სჯობს ენერგიას მოუფრთხილდეს.
შესვენებაზე, როგორც ჩანს, ყიფიანი ესაუბრა და მეორე ტაიმში, თითქმის იდეალური იყო. რიგ ეპიზოდებში გენიალური.
ჩაკვეტაძე - ტურნირის საუკეთესო მოთამაშეა, ჯერჯერობით. არაბიძის დონის ტალანტია, უკეთესი IQ-თი. ბელგიაში არ თამაშობენ სამაგისო ფეხბურთს, თუმცა მანდ თუ გაქაჩავს, პირდაპირ გრანდში წავა. თამაშის სტილით ძალიან ჰგავს აზარს და იმედია, იგივე გზას გაივლის

მთავარია, პირველ გუნდში წავიდეს. არავითარი ბარსას მე-10 გუნდი და რეალის დუბლების ძმაკაცები.
კუცია - გაუმჯობესებული ცინცაძეა..უკეთესი დაცვით და დრიბლინგით. ცოტა უარესი პასით. ორთაბრძოლებში კარგია. თუ ფიზიკურად მოძლიერდება და ბევრს იშრომებს, ვერ ვხედავ მიზეზს რატომ არ უნდა ითამაშოს დიდი ფეხბურთი.
სამურკასოვი - შესამჩნევი პროგრესი აქვს. სამუშაო აქვს საშუალო და გრძელ პასებზე, გამძლეობაზე, შორიდან დარტყმაზე...ორთაბრძოლებში კარგია. ბურთთანაც კარგია.
მალი - დაცვაში არავინ ეხმარებოდა. ძაან ხშირად იყო ორ კაცთან მარტო. ამიტომ, ვერ გავაკრიტიკებ. იდეაში, გამოკვეთილი ნაკლი არ აქვს. ყველაფერზე უნდა იმუშაოს.იგივეს ვიტყოდი ლაკვეხელიანზეც.
დაცვის ცენტრი - კარგები არიან. პირველ პასზე უნდა იმუშაონ.
კოხრეიძე - მისი აღნაგობიდან გამომდინარე, ძალიან უნდა მოინდომოს, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს.
მეკარე - ძაან ცოტა საქმე ჰქონდა ამ ორ თამაშში, მაგრამ დამაჯერებელია.
საღრიშვილი/ქოჩორაშვილი - ბურთთან შენობით არიან. დღე და ღამე თუ ივარჯიშებენ, მათთაც შეუძლია ნორმალური კარიერის გაკეთება.
This post has been edited by George:) on 5 Jul 2017, 22:25