ბაშალეიშვილი თუ იცით ვინაა, სად თამაშობს ? შეცვლაზე შემოუყვანია მოხევიშვილის(ჩემი აზრით) ნაცვლად.
ჩიკვილაძე მართლა არსებობს ასეთი ვინმე ? ჩემი აზრით ფლეშქორეს შეეშალა და მოხევიშვილს ჩიკვილაძე დააწერეს. სოქერვეიზე მოხევიშვილია. ფედერაციის საიტზეც.
https://www.sportall.ge/fekhburthi/fekhburt...rthvelo-52.htmlამათ ფლეშქორედან გადმოწერეს ალბათ და საერთოდ არ დააინტერესათ. საყვარლები.
https://www.youtube.com/watch?v=4MAp9Jre2Jg მარტო ეს მიმოხილვაც რომ ნახო ნათლად ჩანს რომ მარტო მოხევიშვილს და ნადარაიას მარცხენა მცველობას არ გამოუწვევია მარცხი. და არც დაცვის ცენტრი და მეკარე მდგარან ისე ცუდად როგორც ანგარიშის შემდეგ გვეგონა.
სამწვრთნელო შტაბის პასუხისმგებლობაა ასეთი მარცხი, არასწორად დაყენებული შემადგენლობა იყო აშკარად, განსაკუთრებით შუა და წინა ხაზში.
გეგუჩას დიდ პატივს ვცემ და ჩემი ფავორიტი ქართველი მწვრთნელია, მარა დისიზ თრუ. მარტო გვარებით დააყენა შემადგენლობა ?
* * *
jaro87დაცვის და მეკარის ბრალი იყო გოლები ?
მეხუთე გოლზე 1–1ზე მოატყუა ტაბიძე და ეგ კარგი მაგრამ რომელი იყო კონკრეტულად მარტო დაცვის და მეკარის ბრალი. ცოტა ჩვენ "ზვეზდებსაც" შევხედოთ რას თამაშობენ და თუ მარცხს რომელიმე ფეხბურთელს ვაბრალებთ ის მაინც ვთქვათ ვინ სად შეცდა.
* * *
პირველი გოლი.
ხარაიშვილმა დაიძინა ცენტრში. გუნდი აწეული იყო მაღლა, ბურთი იქ დაკარგა სადაც დაუშვებელია. პრაკტიკულად 3-3 ზე დატოვა მცველებთან დანიელები. მეკარემ აიღო და დამატებაზე გაუტანეს.
მეორე გოლი.
ჯარიმის შემდეგ ხარაიშვილს ამოაქვს ბურთი. პირველ კაცზე აიწია მოხევიშვილმა, პასი გაკეთდა საყრდენ ზონაში სადაც ჩაკვეტაძე ან ხარაიშვილი თუ იქნებოდნენ კაცზე უკეთესი იქნებოდა, მაგრამ არ იყვნენ ამოტომ მოუწია ჯიმი ტაბიძეს საყრდენ ზონაში ამოწევა რომ ადვილად არ დატრიელებულიყო კაცი, შესაბამისად მარგველაშვილმა გადიწია ტაბიძის ადგილას(დანიელების 2 ნომერს გადაყვა), შულაია იყვანს 9 ნომერს, ხარაიშვილი დგას იქვე ვისაც უნდ დაეზღვია მარგველაშვილი და შევსო შუაში სიცარიელე მაგრამ მშვიდად უყურა გოლს.
ასეთ მომენტში ფლაგნის მცველები შეიწევიან ხოლმე მაგრამ ხარაიშვილი აშკარად იქ იყო + ვერ მიატოვა შულაიამ ის 9 ნომერი.
მესამე გოლი.
ხარაიშვილი ჩაკვეტაძის კომბინაციის დროს იკარგება ბურთი. ჩაკვეტაძე არაფრისმომცემ პრესინგს აკეთებს. დანელი მცველიც მარტივად წინ ცენტრში აკეთებს სწორ გადაცემას 9 ნომერზე, რომელიც დატრიალდა და იარა საჯარიმომდე/ მოხევიშვილმა ვერ შეაჩერა, მაგ დროს ყვითელი არ ქონდა და შეეძლო ფოლიც აეღო, შემდეგ ხარაიშვილი დაეწია და ვერც იმან შეაჩერა, უკვე საჯარიმოსთან იყვნენ და მაგარი გოლი შეაგდო. ისე პასიც შეეძლო გაეკეთებინა დანიელს, რა კარგად აქვთ დამუშავებული 3-3ზე 2-3ზე კომბინციები. ჩვენსავით ხმალაღებულები კიარ შერბიან დრიბლინგით 5 კაცში.
მეოთხე გოლი.

სახემძღვანელოებში შესატანი "როგორ უნდა ითამაშო პრესინგისას", მწვრთნელის შეძახილი კაცი კაცთან. ჩაკვეტაძე ვის იყვანს ? რატოა ჩარჩენილი და რატომ არ ამოდის. ან ბერიძე რომელ კაცთანაა ? ნადარაიამ როგორ მიახერხა რო ასეთ დროს დატრიალების საშუალება მისცა, ვერც მოხევიშვილმა ითამაშა კარგად ართმევაზე, რომელიმეს ნადარაიას ან მოხევიშვილს ტაქტიკური ფოლი მაინც უნდა აეღოთ რომ გუნდი ამოეწიათ. მგონი მცველების და მოხრევიშვილის გარდა გოლამდე არც გადმოსულა ჩვენ ნახევარზე დანარჩენი 5 ფეხბურთელიდან რომელიმე. შულაია შემოწეული იყო, არვიცი რამდენად სწორია ეგ გადადგილება და ეკავა თუ არა სწორი პოზიცია მაგრამ მაგის ფლანგიდან შემორბის გოლისას დანიელი და სეტევის დასაწყისშიც იკითხებოდა რომ ის იხსნებოდა ცარიელ ზონაში. არაბიძეს არც მოსვლია აზრად მარტო გახსნილ კაცს რომ ამოყოლოდა და დახმარებოდა შულაიას.
მეხუთე გოლი.
ტრადიციულად ამ გოლისას წინა 5 კაცი მოწყვეტილია გუნდს. მოხევიშვილი ართმევაზე ისევ ვერ ყოჩაღობს შეტევა 4-4ზე ყველა დანიელი ძალიან სწორად მოძრაობს. ჯიმი მოატყუა 10მა ნომერმა 1-1ზე მაგრამ მაინც რთულია მანდ მცველს დააბრალო.
ეს არის მოყვარულის თვალით დანახული ტაქტიკური შეცდომები. პროფესიონალის თვალით წარმომიდგენია რა იქნება.