"ჩიხურა"-"ზიმბრუს" შეხვედრას სომეხ მსაჯთა ბრიგადა განსჯის. არბიტრი სურენ ბალიანი იქნება, რომელსაც მესროპ გაზარიანი და ვანიკ სიმონიანი დაეხმარებიან, მეოთხე მსაჯი კი ზავენ ჰოვანესიანია.
36 წლის სურენ ბალიანი უეფას მესამე კატეგორიის არბიტრია. მას ევროპაში საკლუბო და სანაკრებო მატჩები განუსჯია. მის სტატისტიკას გადავხედეთ და საჭიროდ ჩავთვალეთ, გამოგვექვეყნებინა. "ჩიხურას" ფეხბურთელებისა და ხელმძღვანელების გარდა, ეს ცნობები გულშემატკივრებსაც დააინტერესებს.
საერთოდ, ბალიანი მკაცრი მსაჯის რეპუტაციით სარგებლობს.
23 საერთაშორისო შეხვედრაში მან 85 ყვითელი და
4 წითელი ბარათი გამოიყენა. მისი სიმკაცრის დასტურად სომხეთის ჩემპიონატსა და თასზე ბალიანის მიერ განსჯილი ბოლო 8 მატჩიც გამოდგება. იყო შემთხვევა, როცა ბარათი ჯიბიდან 11-ჯერ (?!) ამოიღო, "მიკასა" და თბილისის "დინამოს" პოტენციური მეტოქის, "ალაშკერტის" მატჩში კი 6 ყვითელი და ერთიც წითელი ბარათი უჩვენა ფეხბურთელებს. სულ ამ ბოლო 8 მატჩში ბალიანმა 44 ყვითელი და 3 წითელი ბარათი ააფრიალა, ანუ საშუალოდ 5,5 ყვითელი ბარათი მატჩში.
ბალიანმა ბოლო საერთაშორისო შეხვედრა 2016 წლის 25 მარტს, ყაზახეთში განსაჯა და საერთოდ თავი "გაიგიჟა": ადგილობრივი და ბოსნიის ახალგაზრდულ ნაკრებთა დაპირისპირებაში სომეხმა "შავოსანმა" მოთამაშეებს 9 ყვითელი ბარათი ჩამოურიგა და პლუს ამას, მასპინძლებს ფეხბურთელიც გაუძევა. 10 დღით ადრე კი, სომხეთის თასზე, "ბაბანცისა" და "ალაშკერტის" შეხვედრაში 3 წითელი ბარათი გამოიყენა (ოთხიც ყვითელი). საინტერესოა, რომ ბალიანმა "ალაშკერტს" 4 შეხვედრაში 6 მოთამაშე გაუგდო.
ასე რომ, "ჩიხურას" ფეხბურთელებმა ეს დეტალები აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ.
http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-f...listsineth.htmlეს ვინაა, მემგონია ჩვენს დასაღუპად მოდის