ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ მახათაძე საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ ჩვიდმეტწლამდელთა გუნდის ფეხბურთელებს შეხვდა და მათ „ოქროს ლიგის“ გათამაშებაში ვიცე-ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა.
„საამაყოა ზესტაფონისთვის, რომ გუნდმა ვიცე – ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ეს გამარჯვება, დარწმუნებული ვარ, ღირსეული ბრძოლის გარეშე ვერ შედგებოდა. ვულოცავ ფეხბურთელებს და მთელ გუნდს ამ დიდ წარმატებას! ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გვერდით დავუდგეთ საფეხბურთო კლუბს, რათა კიდევ არაერთი გამარჯვების მომსწრენი გავხდეთ“.
შეხვედრისას საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ მენეჯერმა სერგო ფუტკარაძემ, გუნდის სახელით, კახაბერ მახათაძეს სამახსოვრო მაისური გადასცა, მუნიციპალიტეტის მერმა კი გუნდს წმინდა გიორგის ხატი უსახსოვრა.
ფეხბურთელებთან შეხვედრა საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, კობა გოჩალეიშვილის ინიციატივით შედგა.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)