sviri2არაა ესე მარტივად საქმე...
ყველა პოლიტიკური ძალის წინასწარი პროგნოზით უნდა მოსულიყო 22 000 ამომრჩეველი. ჩვენ ველოდით მინიმუმ 7 500, შაკოსი რეალურად იყო 6 000, ნაცების კი - 5 500 ანუ მეოთხედი დაახლოებით...
აქ გამართული "კონცერტებისა" და ხალხის დაშინების შემდეგ 2 000 ჩვენი ამომრჩეველი საერთოდ სახლში დარჩა...
საბოლოოდ მოვიდა 28 000-ზე ოდნწვ ნაკლები...
8 000 კაცის მობილიზება და ჩამოყვანა მოახდინეს კონკრეტულად 8 ოქტომბერს თბილისიდან - ჯარისკცების, პოლიციელების, პროკურატურის თანამშრომლებისა და სხვ ბიუჯეტნიკების...პლიუს 3 000 საგანგებოდ აქ გადმოწერილი ადამიანი (სულ 15 წუთის საქმეა კაცისთვის რეგისტრაციის ადგილის გამოცვლა)...
მიზანი იყო მარტივი - 6-ზე 8-ს დამატება და პირველივე ტურში მოგება...
ერთი შეეშალათ უბრალოდ - ამ 8-დან მეოთხედმა ხმა მისცა ნაცებს და მათ ისე დაემატათ 2 000 ხმა, რომ ახლაც ვერ გაუგიათ თვითონ, თუ საიდან გაჩნდა ისინი...
შეიძლება, არც კი შეშლიათ და ეს სპეციალურადაც გაკეთდა, უფრო საშიში კონკურენტის მეორე ტურში თავიდან მოსაშორებლად, ეგ ვინც ჩაატარა, იმას უფრო ეცოდინება...
ფაქტი კი ისაა, რომ აბსოლუტურად ყველა უბანში ხმების დათვლისას იყო ერთი და იგივე სურათი - ბიულეტენების დასათვლელად გადმოყრის შემდეგ ზემოთ ექცეოდა დილით და შუადღემდე ჩაყრილები და ყველგან დიდი უპირტესობით გავდიოდით წინ, ბოლოში კი სულ ქოც-ნაცები მოყვებოდა

მარტო ზედა საქარაში 250 კაცი დაითვალეს ისეთი საღამოს მარშრუტკებით მოყვანილი, რამლებსაც მანამდე ზედა საქარაში არც კი გაუვლიათ... თუმცა, სიაში ყველა იყვნენ უკლებლივ...
ასე რომ ზესტაფონელებზე ასე ცუდი წარმოდგენა ნუ გაქვს, ჩემო ბესო.
ცუდი წარმოდგენა უნდა ვიქონიოთ იმაზე, ვინც თავზე გადაიჯვა და ჰგონია რომ აქ რამეს აწი მოიგეს...
ისე, შედარებისთვის, ჭიათურაში, რომელშიც თითქმის იგივე რაოდენობაა ამომრჩეველთა, საგანგებო სპეცოპერაციები არ ჩატარებულა და იქ ოცნების ტიპმა 7 000 ხმა მიიღო...
აქ კი თითქმის 12 000...
ასე რომ დასკვნები შენ თავად გააკეთე...
This post has been edited by sergo_38_fcz on 11 Oct 2016, 04:52