shukitoუფფფ, არაფერი გამიგია ...
* * *
"ზესტაფონი" 2002 და 2003 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა მიღებას აცხადებს!
http://fczestafoni.ge/News/2/218.htmროგორც მოგეხსენებათ, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელ ჭაბუკთა გუნდმა (მწვრთნელი - გურამ მაზმიშვილი) წელს საქართველოს U-17 ჩემპიონატში იასპარეზა და, მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეობას საკმაოდ ძლიერი კოლექტივები უწევდნენ (მათ შორის, საქართველოს 2016 წლის ჩემპიონი თბილისის "ლოკომოტივი"), ჩემპიონატის ცენტრალური ზონის რვაგუნდიანი ტურნირი საპატიო მესამე ადგილზე დაასრულა.
უნდა მოგახსენოთ, რომ მომავალ სეზონში ჩვენი კლუბი გეგმავს საქართველოს ჩემპიონატის ჭაბუკთა ლიგის ორივე ასაკობრივ ტურნირში (U-17 და U-15) მონაწილეობის მიღებას, რის შესახებ უკვე ინფორმირებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შესაბამისი სამსახური...
აქედან გამომდინარე, თხუთმეტწლამდელთა (U-15) საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მონაწილეობის მიღების მიზნით, საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" აცხადებს 2002 და 2003 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შერჩევა-მიღებას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის შემდეგ ნომრებზე: 514-79-00-22 ან 598-49-90-66.