1941 * მალაძჲოჟკის ტრაგედია"ლელოს" დამაარსებელს, მიშა კაკაბაძეს რომ შეუსრულდა 80 წელი,
გამოიცა წიგნი, რომელიც მაშინვე ალაგ-ალაგ გადავიკითხე,
ახლახანს - აპრილში კი ლამის მთლიანად გავარჩიე
თუმც კრებულიდან უამრავი რამ შევიტყვე ახალი,
ბევრი კითხვაც გამიჩნდა და ეგებ ოდესმე ვესაუბრო მაგ თემებზე
რედაქტორის ვაჟს - დათოს. რომელსაც რამდენიმე წელში ერთხელ
შემთხვევით ვხვდები ხოლმე -- ჩემზე სულ ორი წლითაა უფროსი
ეგ სამომავლოდ, ერთმა ამბავმა კი ისე შემძრა, რომ
ბიბლიოთეკაში მიმიყვანა --
მსგავსიც კი არაფერი გამეგო არავისგანარადა 1986 - 1992 წლებში კვირაში რამდენჯერმე მივდიოდი ლელოში,
მალაძჲოჟკა კი მოპირდაპირე დერეფანში იყო და იქაურები აქეთაც შემოივლდნენ ხოლმე
მოკლედ, ქალბატონ კორა წერეთლის თანახმად --
ვისაც მიშას რედაქტორობისას უმუშავია სტალინის სიბერეში მაგ გაზეთში --
1941 წელს, ერთ ღამეში, დაუჭერიათ და დაუხვრეტიათ მთელი რედაქცია,
რის გამოც "მალადოი სტალინეცის" გამოცემა შეწყდა

გადარჩენილა მხოლოდ მბეჭდავი ქალი და აღდგენის შემდეგ უმაშავია იმავე სამსახურში,
1950-იანი წლების შიშიანობის ხანაში კი ახლებს თურმე თავიდან უმალავდნენ იმ საზარელ ამბავს
მეხსიერება რთული ფენომენია -- ხალხს არათუ თვეები, წლები და ათ’წლეულებიც ერევა ხოლმე
კორასაც ალბათ უსწოროდ მოუყვნენ - ის ამბავი ომის წინ კი არა, დაწყებიდან ორ თვეში მოხდა,
რასაც მოწმობს ბიბლიოთეკის საითი და კინძულაც, გაზეთი კი აღდგა ომის შემდეგ, სექტემბერში
იხილეთ >>
http://www.nplg.gov.ge/paperge/ka/browse/003548/set/1941 >>
http://www.nplg.gov.ge/paperge/ka/browse/0...8/set/00030520/1945 >>
http://www.nplg.gov.ge/paperge/ka/browse/0...8/set/00030521/მოკლედ, ზერელედ გავარჩიე იმ წლის კინძულა და დავადგინე შემდეგი:
მოცულობა -- "ა3" (ლელოს ფორმატის) 4 გვერდი
გამოდიოდა კვირეულში სამჯერ: ოთხ, პარ, კვი
ანუ რედაქცია მუშაობდა: სამ, ხუთ, შაბ
ომი დაიწყო კვირას, 22\06 -- ამ ნომერს ბოლოჯერ აწერს ხელს რედაქტორი Б.ШАТБЕРОВ
ოთხ 25\06 ნომერი ჩავარდა -- გამოვიდა პარ 27\06 და აწერს რედაქტორის მოადგილე C.ТАРХАНОВА
ამ ნომერში ბოლოჯერაა დაჭებდილი კინოსა და თეატრის აფიშა, და ხატია მეომარი და შეიარაღება
კვირიდან 29\06 გაზეთი დავიდა ორ გვერდამდე და გამოდიოდა ძველი გრაფიკით
ШАТБЕРОВ აღარ გამოჩენილა, ТАРХАНОВА კი რედაქტორი გახდა კვი 17\08
ბოლო, 101’ ნომერი გამოვიდა პარ 22\08 -- ლენინგრადიო, ჩვენმა ავიაციამ ბერლინი დაბომბაო,
საბჭოეთში იქმნება პოლონური (!?) არმიაო, ჰიტლერის ამალაში განხეთქილებააო და ა.შ.

მონდომებით გავარჩიე ბოლო ორი კვირა -- 6 ნომერი და დავადგინე, ვინ ჰყავდათ შტატში
(( ეგებ ზოგი ფსევდო’ნიმიცაა ))
C.ТАРХАНОВА
C.ГРИНЕВА
Г.ЭБРАЛИДЗЕ
Ю.АРИСТАКОВ
С.МИХАЙЛОВА
Г.АЙЗЕНБЕРГ
З.МУСИЕВА
К.КОРИДЗЕ
А.КОРНЕЕВ
ЕЛ.ГРИНЕВА
худ В.РУСЕЦКИЙ
фото В.СТОЛЯРОВ -- ეს შეცვლიდა იდუმალ ედგარს Г.ЛИНГ | Э.ШМЕРЛИНГ (( ომამდე ხშირად გვხვდება ))
ლოგიკით, იმ ღამეს -- რომ თენდებოდა შაბათი, 23\08 -- ყველას აიყვანდნენ
ალბათ გადარჩნენ რაიონული კორესპონდენტები:
И.СААКОВ - СИГНАХИ
А.КВАНТАЛИАНИ - БАТУМИ
М.МИХАЙЛОВ - КУТАИСИ
დარბევის მიზეზი რა იყო, მაგაზე მარჩიელობა’ღა შეგვიძლია
არა მგონია, გაზეთში რამე შეუფერებელი გაეშვათ --
თუმცა რა იქნებოდა ეგეთი, ამდენი ხნის შემდეგ ვერც მივხვდებით --
აგერ, პოლონეთის არმიამ და პატიმართა ამნისტიამ | ბერლინის დაბომბვამ გამაოცა
არც უცბათ მოუვიდოდა მარბიელს თავში ეგეთი რამის ჩადენა --
ალბათ რაღაც სერიოზული ეჭვი ჰქონდათ ყველაზე,
ან ვიღაცამ მწარედ ჩაუშვა --
არ მინდა ეჭვი იმ გადარჩენილზე მივიტანო -- ცოდვაა!!
@
მოკლედ, რატომ დავწერე ეს ყველაფერი, მიხვდებით
თუ ვისმე რამე გაგიგონიათ, წაგიკითხავთ,
ვისმე იცნობთ -- მცოდნეს ან შთამომავალს,
ეგებ ჩაეძიოთ და ჩვენც გაგვაგებინოთ:
ხალხი იყო, აქაური, ალბათ ახალგაზრდები, გაზეთში მუშაობდნენ,
დიდი უბედურება მოხდა -- საზარელი ომი დაიწყო, და ...
ეგენი კი -- ალბათ არაფრის გამო -- დახვრიტეს
წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი მაგათ ადგილზე ...
არადა, მავანი იტყვის, ეგრე იყო საჭირო --
აბა, მაგ’ხელა ქვეყანა უმსხვერპლოდ როგორ აშენდებოდაო
@
მაგავე წლის თითო-ოროლა მასალაც

.

.

.
სირიაში მაშინაც ომი ყოფილა და არჩევნენ "ზაგრების რადიოს" (?!) ფოტოებით
@