რაგბის წესების უახლესი წიგნის ზურგი
თამაშის ევოლუციის ნიშან’სვეტებით

განმარტებანი აბზაც’აბზაც
(1) ჳილიამ ჳებ ელის’ი და 1823 წლის მიამიტური ამბავი ოდენ
"ქრისტეს თარგზე გამოჭრილი" მითია -- XIX საუკუნის ბოლოსღა მოგონილი
უწესებო ხალხური თამაში კი მართლაც "რაგბის სკოლის" მოწაფეებმა დახვეწეს --
იმპერია ზრდიდა კოლონიათა მმართველებს და აჩვევდა კანონ’შემოქმედებას
(2) 1871 წელს რომ ჩატარდა პირველი "სქოთლენდ ვი ინგლენდ"
გუნდში 20 კაცი იყო -- მაგათში 13 ფორვარდი
(3) 1890 წლამდე ანგარიში ითვლებოდა გოლებად
"გოლი" ერქვა კარში ბურთის ფეხით გატანას --
არეკნით, გარდასახვით, ალალიდან ანაც მიწაზე მგორავის (ერქვა ფილდ’გოლ)
"ლელო" თავიდან ნულად ფასობდა -- კარში დარტყმის ნებართვას’ღა იძლეოდა,
შემდეგ ეტაპზე კი -- თუ გოლებით ფრე იყო, ლელოების შედარება დაიწყეს --
ანუ 1 გოლი მაინც სძალავდა ბევრ ლელოს --
ისე როგორც ვაზარი ჲუკოებს (და გაუქმებულ კოკებს)
(4) ოდინდელი პრინციპით -- ბოჭვის შემდეგ ბურთისთვის ჯერ ფეხი უნდა მიგეკრა --
როგორც აქამდეა რაგბი’ლიგაში; 15-კაცა რაგბში ძირითადად წინ ურტყამდნენ,
მერე ხროვად დაედევნებოდნენ ბურთს და ფეხბურთულად აგორავებდნენ
რომ დაუშვეს მყისვე ხელით თამაში -- ხროვული დრიბლინგი უაზრო გახდა და გაქრა,
მაგრამ 1972 წელს ლოკომოტივში მაინც მასწავლეს მეოთხე’კლასელს
(5) შეცვლა ითვლებოდა არა’ქალაქელობად
ფეხბურთშიც ეგრევე იყო დაახლოებით მაგ დრომდე -- 1970 წელს, მექსიკაშიღა დაუშვეს
დაიწყეს ერთით, დიდ ხანს იყო ორი, 1989 - სამი, 1992 - ოთხი,
ხუთი არასოდეს ყოფილა, მერე 6, ამ საუკუნეში კი ჯერ 7 და ბოლოს რვაც!
+ უამრავი შეცვლა სისხლზე, ტვინის შერყევაზე, შერკინების უსაფრთხოებისთვის ...
(6) ლელოს ფასი ... 1905 წელს იყო 3, 1971 წელს გახდა 4, 1992 წელს 5, 2016 გამოსცადეს 6
მაგრამ მაგის გარდა აზრი იმასაც აქვს, თუ რა ეღირება გოლი -- მეტადრე კი ჯარიმიდან გატანილი
(7) ჭიშკარი ათას’წლეულთა მიჯნაზე მოიგონეს -- მსოფლიო თასის შემდგომ თათბირზე შეთანხმდნენ,
მაგრამ ქაღალდზე ზუსტად გადატანა გაუჭირდათ -- რის გამოც ბოდიში მოიხადეს და
პირველი "6 ერის" პირველ ტურში პირდაპირ, გამოუცდელად აამოქმედეს
ჩემი აზრით -- ამართლებს, მაგრამ ეშმაკი არ ასვენებთ და აგვისტოში რომ დაიწყება ზელანდიის პირველობა,
რევოლუციურ "ბრეიქ დაუნს" გამოცდიან -- ამის განსჯას ჭირდება ორი (!) რეფი, მაგრამ ეგ ებევრათ და იქნება ბარდაგი
(8) რუსულიდან წიგნი თარგმნა ბორის კვინიხიძის მეუღლემ, მიკას დედამ და ბობას დიდედამ -- ქეთო ჭიჭინაძემ
მაგრამ მთელი საბჭოეთი რომ ვისხედით ღრმა ინფორმაციულ ჭურში,
დედნად იშოვებოდა ... უკვე ძაან ყავლ’გასული -- და ამად, გამოუსადეგარი -- ვერსია
(9) ინგლისურიდან ორჯერ იმიტომ ითარგმნა, რომ 2000 წელს
წინა, 28-თავიანი, უსურათებო წიგნი შეიცვალა ახალი, 22-თავიანი, სურათებიანით
ორივე დაწერა ინგლისელმა დერიქ რობინსონმა, მაგრამ მახვშები აღარც ახსენებენ მაგ კაცს
ხელ’ახლა დაწერისას ქვა ქვაზე აღარ დატოვა --
გადაალაგა წესთა მიმდევრობა, თავებად დაჯგუფება და ფრაზებიც სულ თავიდან გამართა
მგონი ცოცხალი აღარაა, ანაც ძაან დაბერდა და ახლა ვიღაც უსწავლელები რომ ასწორებენ მუხლებს,
აბდა’უბდა გამოუდით -- ფრაზა ფრაზას აღარ ებმის, სიტყვები კი ხან აკლია და ხანაც უაზრო რახა’რუხია
+ ქართულ თარგმანში ეგ ნაკლი მგონი დაძლეულია
@
This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 30 Jul 2016, 22:26