ლუკასა და ნიკოს მამაკი, მუსიკა - თაქთაქიშვილისაა...ტექსტი საჩოჩიელი აბაშელის და ზედა რგანელი აბაშიძის
shota_65აი, ვერ წარმომიდგენია ეს კატასტროფა ტექსტი ვინმეს ქვეყნის ჰიმნად როგორ უნდა აღექვა?
ბიძაჩემი სერიოზული პარტკომი იყო, სიტყვებიც კი აღარ ახსოვდა

ისე ჰიმნის ორი ვერსია არსებობს სტალინური (1944-53) და პოსტ-სტალინური (1953-1990)

სოსიკო როგორც კი ჩადეს მიწაში, იქვე ჩაუდეს "ტურფა ქვეყანაც"
1944 წელს დამტკიცებული
იდიდე მარად, ჩვენო სამშობლოვ,
გმირთა კერა ხარ გაუქრობელი,
ქვეყანას მიეც დიდი სტალინი
ხალხთა მონობის დამამხობელი.
შენი ოცნება ასრულდა,
რისთვისაც სისხლი ღვარეო,
აყვავდი, ტურფა ქვეყანავ
ილხინე, ქართველთ მხარეო.
დიდი ოქტომბრის შუქით ლენინმა
შენ გაგინათა მთები ჭაღარა,
სტალინის სიბრძნემ ძლევით შეგმოსა
გადაგაქცია მზიურ ბაღნარად.
მოძმე ერების ოჯახში
დამკვიდრდი, გაიხარეო,
აყვავდი, ტურფა ქვეყანავ
ილხინე, ქართველთ მხარეო.
უხსოვარ დროდან ბრწყინავდა შენი
აზრი, ხმალი და გამბედაობა,
დღეს შენს დიდებას, ნათელ მომავალს
სჭედს სტალინური წრთობის თაობა.
საბჭოთა დროშა დაგნათის,
მზესავით მოელვარეო,
აყვავდი, ტურფა ქვეყანავ
ილხინე, ქართველთ მხარეო.
1953 წლის მარტის მერე ამოყარეს სტალინი, ტურფა ქვეყანავ..აბაშელი უკვე 69 წლის იყო, ავად იყო, კვდებოდა და აღარ მიაკარეს, ჰიმნის გადაკეთება მხოლოდ თაქთაქიშვილს და აბაშიძეს ანდეს

1954 წელს გადაკეთებული
იდიდე მარად, ჩემო სამშობლოვ,
გმირთა კერა ხარ განახლებული,
დიად პარტიის ნათელი აზრით
ლენინის სიბრძნით ამაღლებული.
შენი ოცნება ასრულდა,
რისთვისაც სისხლი ღვარეო,
მშრომელი კაცის მარჯვენით
აყვავებულო მხარეო.
დიდი ოქტომბრის დროშის სხივებმა
შენ გაგინათეს მთები ჭაღარა,
თავისუფლებამ და შემართებამ
გადაგაქციეს მზიურ ბაღნარად.
მოძმე ერების ოჯახში
ამაღლდი, გაიხარეო,
მეგობრობით და გმირობით
გამარჯვებულო მხარეო.
უხსოვარ დროდან ბრწყინავდა შენი
აზრი, ხმალი და გამბედაობა,
დღეს საქართველოს ნათელ მომავალს
სჭედს ლენინური წრთობის თაობა.
კომუნიზმის მზე დაგნათის,
კაშკაშა, მოელვარეო,
იდიდე მრავალჟამიერ,
ჩემო სამშობლო მხარეო!
ლენინისა და სტალინის სიბრძნით ამათლებულ-გაბაღნარებული საქართველო
This post has been edited by guriaaa on 15 Nov 2016, 20:16