და მიზეზი? სასჯელი ხო სსრკ ფეხბურთის ფედერაციას გამოქონდა და ესენი ცალკე სჯიდნენ? ეგ იყო ტორპედოს დუბლების მთავარი მწვრთნელი?
* * *
საქართველოს მწერალთა ხელოვანთა და მეცნიერთა ეროვნული აკადემია
2015 წლის 24 სექტემბერი ·
ტკბილმოსაგონარი
ქუთაისელ ფეხბურთელთა სასახელო წარმატებებმა სათანადო ასახვა ჰპოვა ქართული ფეხბურთის საქმეში. საუკუნის მანძილზე რიონისპირა ქალაქში აღზრდილმა და დაოსტატებულმა ტყავის ბურთის ოსტატებმა, ღირსეულად წარმოაჩინეს ქართული ფეხბურთის ფენომენი ჩვენს პლანეტაზე. იმ სახელოვან მამულისშვილთა კორაპორტაში, რომელმაც ქუთაისურ სახებურთო სკოლას შორს გაუთქვა სახელი. სახელოვანი ფეხბურთელი და მწვრთნელი უშანგი სალდაძე იყო.
ქართული სპორტის ლეგენდის გივი კილაძის შეგირდმა უშანგი სალდაძემ ბავშვობიდან მიიპყრო ამაგდარი მწვრთნელის ყურადღება, რომელმაც 1938 წელს ნორჩი ფეხბურთელი ქუთაისის „დინამოში“ მიიწვია და მისი ღირსეული მცველი გახდა. შემდეგ კი უშანგი სალდაძემ სასწავლებლად თბილისის სამედიცინო ინსტიტუტს მიაშურა და პარალელურად თბილისის „დინამოს“ მაისური ჩაიცვა. წლების მანძილზე ჩვენი თანაქელაქელი წარმატებით იცავდა ქართველი ფეხბურთის ფლანგმალის სპორტულ ღირსებას, საკავშირო არენაზე.
1945 წელს, როცა თბილისის დინამოში პირველი საერთაშორისო გასვლით შეხვედრები მოაწყო რუმინეთში, უშანგი სალდაძე დინამოელთა რიგებში იყო. ქართველი ფეხბურთელების მაღალი ოსტატობით აღფრთოვანებულმა მასპინძლებმა, ბორის პაიჭაძე ფეხბურთის „კარუზოდ“ მონათლეს და ევროპული კლასის ცენტრფორვარდად აღიარეს. ადგილობრივმა პრესამ მაღალი შეფასება მისცა გაიოზ ჯეჯელავას, უშანგი სალდაძეს, ვიქტორ პანიუკოვის, ვიქტორ ბერეჟენინის და სხვათა მაღალ თამაშს.
წლების მანძილზე უშანგი სალდაძე წარმატებით იცავდა საკავშირო არენაზე მოასპარეზე თბილისის „დინამოს“ სპორტულ ღირსებას. როცა აქტიურ სპორტს ჩამოშორდა, ექიმის დიპლომით მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა.
1954 წელს ქუთაისის „დინამოს“ მწვრთნელად დაინიშნა. მდიდარი ტრადიციების მქონე რესპუბლიკის ერთ-ერთი უძველესი გუნდი, მაშინ კრიზისს განიცდიდა. მოხდა საოცრება, მომდევნო წელს ქუთაისის „დინამო“ უძველესი იყო რესპუბლიკაში. ნათქვამის დასტურია გუნდის ჩემპიონობა 1955 წელს. იმავე წელს დინამოელებმა საქართველოს თასიც დაისაკუთრეს, ხოლო სპორტსაზოგადოება „დინამოს“ რესპუბლიკის გათამაშებაში გამარჯვებული გამოვიდნენ. ცოტა უფრო გვიან როსტოვში გამართულ „დინამოს“ ცენტრალურ საბჭოს პირველობაზე უშანგი სალდაძის შეგირდებამა ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს.
1954 წლის საფეხბურთო სეზონის შუა პერიოდში უშანგი სალდაძეს საკავშირო ჩემპიონატის პირველ ლიგაში სუსტად მოასპარეზე „ტორბედო“ ჩააბარეს. სამწუხაროდ ახალი მწვრთნელის ხელში „ტორბედოს“ პერსპექტივა არ ჩანდა. ღელავდა ქალაქის ხელმძღვანელობა, უკმაყოფილო იყვნენ გუნდის გულშმატკივრები და აი, ქალაქკომის პირველი მდივათან იხმეს. ქალაქის იმდროინდელმა ხელმძღვანელმა, რომ იტყვიან, არც აცივა, არც აცხელა და პირდაპირ შეტევაზე გადავიდა:
- ამხანაგო სალდაძე, შენ ამ „კამანდით“ ფიქრობ უმაღლეს ლიგაში გადასვლას? - მიპასუხე.
- ბატონო მდივანო, თქვენ ან თქვენი თანამშრომლებით აპირებთ კომუნიზმში გადასვლას და მე, რომ უმაღლეს ლიგაში გადავიდე რა გასაკვირიაო, - უპასუხა.
მდივანი შეცბა. ასეთ პასუხს არ მოელოდა და შეხვედრა დამთავრებულად გამოაცხადა.
სარეკორდო დროში უშანგი სალდაძის თავკაცობით მოხდა „ტორბედოს“ სრული მეტამორფოზა. გუნდს თითქოს მეორე სუნთქვა გაეხსნა და ამგვარი მწვრთნელის დამოძღვრილი შეგირდები ძლიერ ძალად იქცნენ საკავშირო მასშტაბით.
1960 წელს პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში „ტორბედოელებმა“ იმარჯვეს მოკავშირე რესპუბლიკის გუნდების საკავშირო პირველობაზე, პირველი ლიგის გუნდებს შორის, ხოლო ფეხბურთელებს მიენიჭათ სპორტის ოსტატის საპატიო წოდება.
ფეხბურთის ღრმა ცოდნით, ფეხბურთელებთან მჭიდრო, ახალი კონტაქიტით, მათი სწორი გაწვრთნა და თითოეული ფეხბურთელის საფუძვლიანი დავალიანება თავის საქმეში, უშანგი სალდაძეს, რომ ხელეწიფებოდა ისე უნდოდა. ცნობილი დოსტაქარი, ასევე ძლიერი ფსიქოლოგი იყო და ამ მხრივაც ფეხბურთელები ბრწყინვალედ ყავდა მომზადებული. 1961 წელს ტორბედოელებმა კვლავ ბრწყინვალედ იასპარეზეს ქვეყნის ჩემპიონატზე პირველი ლიგის გუნდებს შორის და მეორეთ მოიპოვეს საპატიო პირველი ადგილი. რაც მთავარია გუნდს მიეცა საშუალება გაეგრძელებინა ბრძოლა უმაღლესი ლიგის საგზურისათვის.
1961 წლის ოქტომბრის მეორე ნახევარში კიშინიოვში დაიწყო („სამთა ტურნირი“) „ა“ კლასის ერთ-ერთი საგზურისათვის. ტორბედოელებს პირველი ადგილისათვის თბილისის „ლოკომოტივი“ და ტალინის „კალევი“ ეპაექრებოდა. ბუნებრივია ჩვენი რესპუბლიკის მრავალათასიან გულშემატკივართა დიდი ინტერესი მოლდავეთის დედაქალაქისაკენ იყო მიმართული. ძნელია იმის აღწერა თუ როგორ განიცდიდა ამას ქუთაისი. ქალაქს შუაღამემდე არ ეძინა და ორი კვირის მანძილზე ყველგან საუბარი ფეხბურთზე იყო. სამწუხაროდ პირველმა მატჩმა სანუგეშო ვერაფერი გვახარა. „ტორპედო“ – „კალევის“ მატჩის მსაჯმა ო. პონომარიოვმა ტორბედოელთა მატჩში ორი მეტად საეჭვო 11 მეტრიანი საჯარიმო დანიშნა. ბუნებრივია ესტონელები ამაზე უკეთესს ვერაფერს ვერ ინატრებდნენ და თამაში 2:0 მოიგეს.
მსაჯის უსინდისო საქმიანობამ მწყობრიდან გამოიყვანა გუნდის უფროსი მწვრთნელი, რომლის შეკითხვაზე თუ რატომ დაუშვა უხეში შეცდომები, მსაჯმა ირონიული ღიმილით უპასუხა, ასე იყო საჭიროო. გაცეცხლებულმა უშანგი სალდაძემ ისეთი სილა გააწნა არბიტრს, რომ იქვე ჩაიკეცა და დროებით გაითიშა. აღშფოთებულმა საქართველოს სპორტკომიტეტის მაშინდელმა თავმჯდომარემ უშანგი სალდაძე თანამდებობიდან გადააყენა და გუნდი ლუკა რამიშვილს ჩააბარა.
სამწუხაროდ წლების მანძილზე ტორბედოს უფროსი მწვრთნელის უშანგი სალდაძის და საქართველოს სპორტსკომიტეტის თავმჯდომარის გიორგი სიხარულიძის ურთიერთობა ამ პერიოდში საგრძნობლად დაძაბული იყო, რომელსაც მრავალწლიანი ისტორია ჰქონდა. იმ პერიოდში ცნობილი დოსტაქარი, ღირსეული ქუთაისელი, პატრიოტი და დიდი ერუდირებული პუიროვნება მაღალი ავტორიტეტით სარგებლობდა, როგორც ფეხბურთის, ასევე მედიცინის სამყაროში. სამედიცინო საქმიანობას დიდი დრო მიჰქონდა. კლინიკური საავადმყოფოს ტრავმატოლოგიური განყოფილების გამგეს პაციენტები მრავლად ყავდა და ამიტომ ხშირად „ტორბედოს“ უფროს მწვრთნელს როცა სიხარულაძე გამოიძახებდა ფაქტიურად თბილისში ვერ ჩადიოდა. უფრო დიდი როლი ენის მიტან-მოტანამ ითამაშა, არადა ორივე დიდი პიროვნება იყო და სიამაყე და სიდიადე მათი ყოველდღიური ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი იყო. ამას ისიც დაემატა, რომ ერთ დღეს სპორტკომიტეტს წინ მდგარ უშანგი სალდაძეს მოულოდნელად შემოსულმა სიხარულიძის მანქანამ მსუბუქი დარტყმა მიაყენა ფეხზე. უშანგიმ მძღოლს სილა გააწნა. ეს ინციდენტი ამით დამთავრდა, როგორც ჩანს გიორგი სიხარულიძემ გულში ჩაიხვია ბოღმა სალდაძის მიმართ და ამის გამო მაინდამაინც არც „ტორბედო“ ეხატებოდა გულზე, უფრო თბილისის „ლოკომოტივის“ გადასვლა სურდა უმაღლეს ლიგაში.
კიშინიოვში კი სიხარულიძემ სალდაძე ცომაიათი შეცვალა, რომელმაც აშკარად გამოუცხადა ბიჭებს თქვენ ტურნირის მომგები არა ხართ და „ლოკომოტივს“ დაუთმეთ თამაშიო.
სპორტის ოსტატის ნოდან სარჯველიძის მოგონებიდან: ჩვენ აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა, ბატონ უშანგის ყოველდღე უცვლიდით სასტუმროში ნომერს, რომ სიხარულიძეს არ შეხვედროდა. მორიგი ვარჯიშიდან დაბრუნების შემდეგ გავიგეთ, რომ უშანგი სალდაძე სამსახურიდან გაეშვათ. მთელი გუნდი გავიქეცით კიშინიოვის რკინიგზის სადგურზე, სადაც სასადილოს ერთ კუთხეში ღრმად ჩაფიქრებულ უშანგი სალდაძეს წინ გახსნილი კონიაკის ბოთლი ედო. გაუხარდა ჩვენი დანახვა, ბიჭები დაგვმოძღვრა და თვალები ცრემლით ევსებოდა, ჩვენც თვალცრემლიანი ქანდაკებასავით გაქვავებულები ვიდექით დიდებული მოძღვრის წინაშე და ყველას გული გვტკიოდა, რატომ მოექცნენ ასე უღმერთოდ ფეხბურთის მაესტროს.
როცა „ტორბედომ“ უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა. ქალაქი დიდ ზარზეიმში იყო და ბიჭებს რესტორან „იმერეთში“ დიდი ბანკეტი მოუწყვეს. გამარჯვებულები სუფრას მანამდე არ გაეკარენ, სანამ ქალაქის ხელმძღვანელობამ უშანგი არ მოიპატიჟა.
უფრო გვიან ამდგარი მწვრთნელი კვლავ იხმეს „ტორბედოში“, მაგრამ ზოგიერთმა ზნედაცემულმა ფეხბურთელმა ვერ აიტანა მკაცრი დისციპლინა, სისტემატიური წვრთნა, რასაც მათი საჩივრები მოჰყვა, ამაგდარი მწვრთნელი კვლავ ჩამოაშორეს გუნდს.
ერთი პერიოდი ყველასგან მიტოვებული მეფე ლირისავით საკუთარ დაჩაზე ცხოვრობდა ბანოჯაში. რატომღაც არც ცოლშვილი აკითხავდა, ფეხბურთელების ხილვით ხარობდა. სამწუხარო ის იყო, რომ მარტოობაში გარდაიცვალა.
დიდებულმა ტრავმატოლოგმა ამ წერილის ავტორსაც გაუკეთა მენისკის ოპერაცია.
უფრო გულდასაწყვეტი ის იყო, რომ ოჯახმა არავითარი საბუთი არ დაგვიტოვა ამ კაცთან დაკავშირებით, არც შრომის წიგნაკი, არც პირადობის ანკეტა, რომელიც კლინიკურ საავადმყოფოში ინახებოდა, არ აღმოჩნდა.
რაც მთავარია, შესანიშნავმა ქართველმა ტრავმატოლოგმა, ფეხბურთელმა და მწვრთნელმა ღირსეული ადგილი დაიკავა არა მარტო მის აღზრდილ ფეხბურთელებს შორის, არამედ ყველა ქუთაისელის ხსოვნაში, რომელთაც, რაიმე ურთიერთობა ჰქონდა ამ ღვთისმიერ კაცთან.
https://www.facebook.com/permalink.php?id=1...407378436117738


გიორგი სიხარულიძე - საქართველოს სპორტის სახლმწიფო უწყების ხელმძღვანელი 1954-1972 წლებში
This post has been edited by mcenare-99 on 15 Dec 2016, 18:35