
++ 1970 წელი იქნებოდა და პუშბოლის ყავისფერი ბურთი ჯერაც ედოთ
უნივერმაღის სპორტულ სექციაში, გამოსაჩენ ადგილას
ახლა იმ შენობაში, მარჯანიშვილზე, თიბისის სათაო ოფისია
მყიდველთაგან რამდენმა იცოდა რა იყო, ვერ ვიცი
+++ http://@ovaluri.comxa.com/2008/I3/40_Pushball.htm
დოქტორ მილარის ჩანაფიქრითთქმულა, ბებერი ხარისა რქებიცა ხნავსო. ამ პრინციპით, მსოფლიო რაგბის შეფ-ყოფილი,
ბელფასტელი დოქტორი სიდ მილარი "ნასწავლ მილიონთა საყვარელი თამაშის"
"ნათელ მომავალზე" ძველებურად ზრუნავს და ირბ-ის მიერ საოლიმპიადოდ შეგულვებული
შვიდკაცის "ჩანაცვლებას" "ოვალური ფუშბოლით" აპირებს.
ღვაწლ-მოსილი მილარი პენსიაზე 1 იანვარს, გულ-ნაკლული წავიდა, რადგან რამდენიმე
საშურ საქმეს
ვერ დაადგა თავი. კერძოდ, მშობლიურ ირლანდიას ვერაფრით მოაგებინა "ექვსი ერი";
მომჭირნე ზელანდიის სასიკეთოდ 2011 წლის მსოფლიო თასის ფინალისტთა რიცხვი ოციდან 16-მდე
ვერ შეამცირა;
ვერ დააფუძნა ჩვენებრ არიფთათვის ჩაფიქრებული "მსოფლიო ალაფა" (ტროფი) და რაც მთავარია,
ვერც შვიდკაცა შეატანინა ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის პროგრამაში.
ამდენმა მარცხმა ბერიკაცი მაინც
ვერ გატეხა. ჩაუღრმავდა რა შვიდკაცური კრახის მიზეზს,
დოქტორმა მართებულად ამოიცნო, რომ ეს ჩქარი, მაგრამ რაგბის ძირეულ-აზრ-გამოცლილი თამაში
ოლიმპიზმის მახვშთა მასონურ გემოვნებას
ვერც მომავალში მოერგება, რაღაი მასში
15-კაცა ბურთაობის თვალ-მარგალიტი, ბურთით ზეზეულად ჭიდილი, ე.წ. მოლი დაკნინებულია
და ამას
ვერ ურიგდება დედოფალ ვიკტორიას ხანის ჯენთლმენურ ტრადიციაზე გამოზრდილი თაობა.
ბევრი იფიქრა თუ ცოტა, ჭარმაგმა სიდმა იმედიანი მზერა მიაპყრო ჯერ კიდევ 1894 წელს მოგონილ თამაშს,
რომელსაც "ფუშ ბოლ" (კვრა ბურთი) ჰქვია და ინტერნეთის ხანაში დაუმსახურებლადაა მივიწყებული.
ამ სპორტში კარი რაგბულია და ბურთიც ვეება - მოწიფული კაცის ხელაა,
მაგრამ ჰაერით რომაა გაბერილი, სულ რაღაც 23 კილოს იწონის.
ნიჭს ფუშბოლშიც გამოვიჩენთგუნდში შვიდკაცაზე ერთით მეტი, რვა მოთამაშეა.
ბურთის მეტოქის კარში გორებით შეტანა 5 ქულად ფასობს, მიწიდან აწევა და ხარიხის ზემოთ შეგდება კი რვად.
თუ დამცველი ბურთს თავის ლელოში დაამიწებს, შემტევს 2 ქულა ერგება.
ფუშბოლის ტაქტიკა შვიდკაცისაზე ბევრად უფრო მრავალ-ფეროვანია და რაც მთავარია,
მასში შემორჩენილია რაგბის პირველ-საწყისი, ანუ
ბღლარძუნი.უკიდეგანო ვებ-სივრცეში გაწაფული ნავიგაციითა და მუღამიანი სერჩით "ოლიმპს" ხელთ ჩაუვარდა
დოქტორ მილარის ახალი, 12-წლიანი სტრატეგიული გეგმა. მის თანახმად, მსოფლიო თასის ამონაგების
7.7% შვიდკაცის ნაცვლად ირბ-ის სათვალავით "მეორე და მესამე დონის ქვეყნებში"
ფუშბოლის დანერგვას, განვითარებასა და გაპიარებას მოხმარდება.ეს სიახლე, თუ გონი გვიჭრის, კი არ უნდა გვწყინდეს,
არამედ გვიხაროდეს, რადგან შვიდკაცაში ბოლო ხანს მოლდოვამაც გვაჯობა,
ბურთის მოლით თრევა კი გენეტიკურად, ლელობურთიდან მოგვდევს და უეჭველია,
რომ მილარისეულ,
ოლიმპიურ ფუშბოლშიც გამოვიჩენთ ნიჭსა და კავკასიურ ღონეს!
ელგუჯა ოღლაფიროვი
@
This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 13 Jan 2017, 18:26