გუშინ წინ ჩეხეთში, ჩეშკა ტრებოვაში, ფლორბოლის მატჩისას...მაგარი გადარჩნენ
თოვლს ვერ გაუძლო
ტიპი კითხულობს ქვემოთ
The fuck kind of sport is "floorball"?
ჩვენთაც თამაშობენ (თუ დნენ?) თურმე...ფლორბოლს 2002 წლიდან..

2003 წელს გვითამაშია 19 წლამდელთა შესარჩევი
მარიამ ჭიაურელს პრაღიდან რეპორტაჟიც კი მოუმზადებია
http://www.radiotavisupleba.ge/a/1531859.html"19-ტ წლამდე ასაკის ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი ფლორბოლში
წამყვანი:
ამ დღეებში პრაღა ერთ მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს, მაგრამ ვერ ვიტყვი ასპარეზობა, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ითქვა, მსოფლიო მასშტაბისაა, განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდეს. მიზეზი ალბათ ის უნდა იყოს, რომ საქმე სპორტის ნაკლებად ცნობილ სახეობას, ფლორბოლს და თან იუნიორთა ასპარეზობას ეხება. მაგრამ ჩვენთვის, პრაღაში მყოფ ქართველებს ვგულისხმობ, ფლორბოლისტების ეს ჩემპიონატი ძალიანაც მნიშვნელოვანია - მასში ხომ საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობს! უნდა გა#####დე, რომ მხოლოდ ამ მიზეზის გამო მივედი ფლორბოლისტების მატჩზე: 19-ტ წლამდე ასაკის ქართველი ჭაბუკები პოლონეთის ნაკრებს ეთამაშებოდნენ.
ჯერ ზოგადი ინფორმაცია ფლორბოლის შესახებ: წარმოიდგინეთ ჰოკეის მსგავსი თამაში, ოღონდ არა ციგურებით და ყინულზე, არამედ სპორტული ფეხსაცმლით ჩვეულებრივ სპორტულ დარბაზში. შაიბის ნაცვლად პატარა თეთრი ბურთით თამაშობენ. მატჩი სამი 20-წუთიანი პერიოდისაგან შედგება. თითოეულ გუნდს მოედანზე 6 კაცი გაჰყავს, მათ შორის, ცხადია, თითო-თითო მეკარე. ასევე ცხადია გუნდების მიზანი: რაც შეიძლება მეტი გოლი გაიტანოს მოწინააღმდეგის კარში. სულ ეს არის - ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობ, საკმარისია ფლორბოლის თამაშის წარმოსადგენად.
ხუთშაბათს პრაღაში, ადგილობრივი დროით 11 საათზე საქართველო-პოლონეთის შეხვედრას ასე, 250 კაცი თუ ესწრებოდა. მათ შორის ქართველი მაყურებლების რიცხვი კი, როგორც დავასკვენით ორით შემოიფარგლებოდა... თუმცა, ეს ორი ადამიანი (ჩემი კოლეგა დავით კაკაბაძე და თქვენი მონამორჩილი) დიდი მონდომებით ვიცავდით ქართველი გულშემატკივრების ღირსებას.
სამწუხაროდ, საქმეს ვერც ჩვენმა მონდომებამ უშველა და ვერც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანმა - ქართველი სპორტსმენების მონდომებამ. მათ თავი ნამდვილად არ დაუზოგავთ, რომ იტყვიან იბრძოლეს - მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ არის...
პოლონეთის გუნდი პრაღაში იუნიორთა ჩემპიონატის ფავორიტებს მიეკუთვნება. თან მას სათადარიგო სკამზე 15 კაცი მაინც ჰყავდა, რაც ფლორბოლისნაირ დინამიურ, უაღრესად სწრაფ თამაშში ძალიან მნიშვნელოვანია: სპორტსმენი განუწყვეტელი სირბილით უბრალოდ იღლება და შიგადაშიგ ერთი-ორი წუთით მაინც უნდა დაისვენოს. ქართველების სათადარიგო სკამზე კი სულ 5 ჭაბუკი იჯდა. ოთხშაბათს პოლონელმა ფლორბოლისტებმა უნგრელები დაამარცხეს ანგარიშით 19:1, ხუთშაბათს კი საქართველოს ნაკრებს 23:0 მოუგეს. ქართველი სპორტსმენები, რასაკვირველია, ძალიან გულდაწყვეტილი დარჩნენ: საქართველოს ფლორბოლის ასოციაციის პრეზიდენტს, როლანდ ამაღლობელს არ დაუმალავს, რომ ასეთ მარცხს არ მოელოდა
არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქართველი ჭაბუკების პრაღაში ჩამოსვლა - მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატში, ანუ მსოფლიოს 16 რჩეულ გუნდს შორის ყოფნა, თავისთავად, დიდი წარმატებაა ... იმედია, მალე მართლაც ასე იქნება, რათა ფლორბოლის მოყარულებმა შეძლონ, თვალი ადევნონ ქართველი სპორტსმენების თამაშს. ამ სპორტსმენებს შორის არის 19-ტ წლამდე ასაკის ჭაბუკთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი ზურაბ გოგობერიშვილი. მას ვკითხე, რამ დააინტერესა ფლორბოლით ქვეყანაში, სადაც სპორტის არაერთი სხვა სახეობა - თუნდაც ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, ჭიდაობა, გაცილებით უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს ...
პოლონელები კი, როგორც ზურაბ გოგობერაშვილმაც თქვა, ფავორიტებად ითვლებიან და მათ საკმაოდ შთამბეჭდავი მიზნები აქვთ დასახული. ეს პოლონეთის იუნიორთა ნაკრების მწვრთნელის, მარეკ ბუჯინსკისაგან შევიტყე:
[მარეკ ბუჯინსკის ხმა] "ჩემი მიზანია მინიმუმ - მედლის მოპოვება. მაქსიმუმ კი საუკეთესოთა ოთხეულში "ა ჯგუფში" გადასვლა. ვფიქრობ, ამას შევძლებთ: "ა ჯგუფის" გუნდებიდან წელს სამჯერ დავამარცხეთ ლატვია, ხოლო ჩეხეთის ნაკრებთან მცირე ანგარიშით დავმარცხდით. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ვხედავ სულ ახალგაზრდა ბიჭები არიან, ჯერ კიდევ ბევრი უნდა ისწავლონ. გარდა ამისა, სათადარიგო შემადგენლობა მეტისმეტად მცირერიცხოვანი ჰყავთ - ათი მოთამაშით მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებას ვერ მოიპოვებ".
მცირერიცხოვანი შემადგენლობა საქართველოს იუნიორთა ნაკრებს, მართლაც ძალიან ურთულებდა საქმეს, მაგრამ ბიჭები ძალიან მონდომებული იყვნენ: არ იზარებდნენ ბრძოლას თითქმის ნაღდად დაკარგული ბურთისთვისაც კი და თუ ასე გააგრძელეს, ვფიქრობ, ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს: გამარჯვებასაც ახლო მომავალში მოიპოვებენ, ცხადია, უფრო მრავალრიცხოვანი გუნდით. ახლა კი მამუკა ლომიძე იყო ერთადერთი მეკარე ქართველი ფლობოლისტების კარში "



ინდორჰოკეისგან თუ განსხვავდებოდა ეგეც არ ვიცოდი, ყვანჯებიც და წესებიც სხვანაირი ჰქონიათ
არადა გურიაში ძაან პოპულარული იყო ბალახის ჰოკეი..ჩიბათში ქალების მაგარი გუნდები ჰყავდათ