https://www.google.ge/maps/@41.7266759,44.7872728,19zლიმბეკს რაც შეეხება,
ეგ კაცი რომ მოხსნეს, მაშინ ეგ კაცი იყო საქართველოს დინამოების მთავარი მწვრთნელი, თბილისის დინამოც შედიოდა ამ დინამოებში რა თქმა უნდა, თუმცა მას 1937-ში გუნდი საერთოდ არ გაუყვანია თამაშებზე, ამ დროს ლიმბეკი ძირითადად ატარებდა მწვრთნელთა სემინარებს და ხანდახან ატარებდა მეცადინეობებს ფეხბურთელებთან, სათამაშოდ კი თბილისის დინამო მოედანზე გაჰყავდა გრიგოლ ფაჩულიას,
დინამოს მწვრთნელები:
პეტრე ორეხოვი --26.5.1936
ჟიულ ლიმბეკი 27.5.1936-3.7.1936
გრიგოლ ფაჩულია 3.7.1936-26.8.1936
ჟიულ ლიმბეკი 26.8.1936-29.8.1936
გრიგოლ ფაჩულია 29.8.1936-10.4.1937
ეხლა რა ხდება:
პეტრე ორეხოვი --26.5.1936
დინამომ რომ დაიწყო სსრკ ჩემპიონატებში ( I ლიგა ) გამოსვლა, პირველი მატჩი დინამოს უნდა ჰქონოდა დინამო ხარკოვთან ( 24 მაისი ), მაგრამ ეს მატჩი არ შედგა, ხარკოველები არ ჩამოვიდნენ თბილისში, ამ დროს დინამოს მწვრთნელია პეტრე ორეხოვი
ჟიულ ლიმბეკი 27.5.1936-3.7.1936
ლიმბეკმა გუნდი ათამაშა სსრკ ჩემპიონატის I ლიგაში ( ყველა მატჩი + ერთი ამხანაგური მატჩი დინამო დნეპროპეტროვსკთან დნეპროპეტროვსკში 1:2 ),
ამ დროს ლიმბეკი დინამოს მთავარი მწვრთნელიც არის და პირადად მას გამოჰყავს გუნდი მოედანზე სათამაშოდ
გრიგოლ ფაჩულია 3.7.1936-26.8.1936
ამ პერიოდში ლიმბეკი კი არის დინამოს მთავარი მწვრთნელი, მაგრამ გუნდი მოედანზე სათამაშოდ გაჰყავდა გრიგოლ ფაჩულიას,
ლიმბეკი კი ამ დროს გადართულია უკვე მწვრთნელთა სემინარებზე და პარალელურად ავარჯიშებს დინამოსაც,
ყველა მატჩი დინამოს ამ პერიოდში ჰქონდა სსრკ თასზე, და ყველა მატჩში ფაჩულიამ გაიყვანა გუნდი მოედანზე, მათ შორის სსრკ თასის ნახევარფინალში ნოგინსკის კრასნოე ზნამიასთან ( 5:1 ),
ჟიულ ლიმბეკი 26.8.1936-29.8.1936
ამის მერე ლიმბეკმა გადმოიბირა მთლიანად გუნდი და მან გაიყვანა დინამო სსრკ თასის ფინალზე სათამაშოდ მოსკოვში, მოსკოვის ლოკომოტივთან 0:2
გრიგოლ ფაჩულია 29.8.1936-10.4.1937
თასის ფინალის მერე ლიმბეკი მთლიანად გადაერთო მწვრთნელთა მომზადების სემინარებზე ( პარალელურად იყო საქართველოს დინამოების მწვრთნელი ) და ხანდახან ატარებდა მხოლოდ მეცადინეობებს ფეხბურთელებთან,
სსრკ პირველ ჩემპიონატში ( უმაღლესი ლიგა ) ლიმბეკს დინამო არ გაუყვანია მოედანზე არცერთ თამაშში,
გუნდი ამ ჩემპიონატზე მოედანზე სათამაშოდ გამოჰყავდა გრიგოლ ფაჩულიას,
თუმცა ლიმბეკი იყო დინამოს მთავარი მწვრთნელი