მცენარე ხარ თუ ვიღაც უსახური არსება, შენ კაცი არ ხარ, ბოღმის ბუკეტი ხარ და მასე არარეალიზებული მოკვდები

ეგ არაფერი
რაც შეეხება რადიო ჯაკოს განცხადებას, უფრო სწორედ მისი მფლობელის, მასალის დადების დღესვე, სპორტის მინისტრმა ის დაიბარა და შეხვდა. მე, მასალის დადების დღეს, მთელი დღის განმავლობაში ვურეკავდი სპორტის სამინისტროს და ისინი ინფორმაციას განზრახ მალავდნენ. მას მერე მოეწვათ, რაც გავიგე, რაზე იყო საუბარი. იმ დღესვე შევთავაზე კომენტარის გაკეთება, რაზეც უარი მივიღე. ასევე, მფლობელთან რაც თქვეს, ის კომენტარი დაიდო გუშინ, რომ იმიტომ არ მიუმართავთ, რომ საბურთალოს ეხეირა, მაგრამ ბატონი მინისტრის მოთხოვნა იყო, ჟურნალისტს დაეწერა, რომ მან მოიტყუა. ვინაიდან ჟურნალისტმა დაწერა უტყუარი ინფორმაცია და გეგმები ჩაუშალა ბატონ მინისტრს, ამის დამწერი არავინ იყო. იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიისთვის რისკები აერიდებინა თავიდან, მფლობელმა თავად დაწერა ის მარაზმი, რაც დაიდო რადიოს ვებ გვერდზე. თუმცა, ჩემი შეთავაზება იყო, წასულიყვნენ ქარტიაში და ეჩივლათ, თუ რა სტანდარტი დავარღვიე, მე როგორც ჟურნალისტმა. მოკლედ, ვინაიდან ხეჩიკაშვილის მოთხოვნა იყო, კონკრეტულად ამ შინაარსის განცხადება, ის განცხადება დადო მფლობელმა.
შესაბამისად, მე მივიღე გადაწყვეტილება, თავად მივმართო ქარტიას, ვაჩვენო ყველა ჩანაწერი და სატელეფონო ზარი, რომელიც განვახორციელე ამ მასალის კეთების დროს და ჩემსა და მფლობელს შორის შედგა შეთანხმება, რომ თუკი ქარტია იტყვის, რომ მე სტანდარტი არ დამირღვევია, ის დირექტორის პოსტს დატოვებს და ბოდიშს საჯაროდ მომიხდის, თუმცა ესეც მაგრად მკიდია, ჩემთვის არაფერი იცვლება, გარდა იმისა, რომ ვცხოვრობ ისეთ ქვეყანაში, სადაც მინისტრი წყვეტს, ვინ უდა იმუშაოს და ვინ არა და რა დაიწეროს და რა არა. რედაქციას, რომელსაც იმდენის გამბედაობა არ ყოფნის, რომ საკუთარი ჟურნალისტი დაიცვას, არარაობაა უბრალოდ!
ფაქტი 1. ტარიელ ხეჩიკაშვილმა პრემიერს მიმართა მძლეოსნობის სტადიონის ფედერაციისთვის გადმოცემის მოთხოვნით, მასზე არსებული შენობა ნაგებობებით;
ფაქტი 2. პრემიერმა ამ განკარგულებას ხელი 11 მაისს მოაწერა და ეს განკარგულება 792-ე ნომრით დაიდო მაცნე.გე ზე
ფაქტი 3. მთავრობის ვებ გვერდზე, ყველა მიღებული განკარგულება ქვეყნდება, არ იძებნება მხოლოდ 792-ე განკარგულება, არის 791 790 და ა.შ.
ფაქტი 4. სპორტისა და ახალაგზრდობის საქმეთა სამინისტროში, ხუთჯერ დავრეკე, ვითხოვდი საჯარო ინფორმაციას, თუ რა ტერიტორიაზე იყო საუბარი, სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია მათ დამალეს
ფაქტი 5. ბოლოს საუბრისას, მინისტრის პრეს ცენტრმა, მითხრა, რომ ამ სტადიონზე მხოლოდ საბურთალო არ ითამაშებდა ითამაშებდა ლოკომოტივიც, რაც იმთავითვე არაადეკვატური იყო, ლოკომოტივს თავის სათამაშო და სავარჯიშო მინდვრები აქვს;
ფაქტი 6. პრემიერის განკარგულებით, სფფ-ს მძლეოსნობის სტადიონი გადაეცა 49 წლიანი უზუფრუქტის წესით, ბ პუნქტით მიენიჭა მესამე პირზე გადაცემის უფლება, თუ შესაბამის მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა მესამე პირი, მათ შორის, აღნიშნული სტადიონი 19-წლამდელების ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, ნაცვლად ვიტ ჯორჯიას სტადიონისა;
ფაქტი 7. მცხეტა პარკი სფფ-მ ამოიღო მასპინძელთა სიიდან, ნაცნობი მიზეზებია, ვიცით ყველამ კარგად. უეფას თავად აქვს გამოყოფილი თანხა, მასპინძელი სტადიონების რეაბილიტაციისთვის, მათ შორის მძლეოსნობის სტადიონია უკვე, შესაბამისად, მესამე პირს, არაფრის დახარჯვა არ მოუწევს, მისი სტანდარტებში მოსაყვანად;
ფაქტი 8. დინამო თბილისს ყველანაირი ინფრასტრუქტურა აქვს, ეს სტადიონი არ სჭირდება, ასევე აქვს ლოკომოტივს, რომელსაც ასევე არ სჭირდება. თბილისში დარჩა ორი გუნდი, ცხინვალი, რომელიც მესამე პირისთვის გადასაცემ მოთხოვნებს ვერ შეასრულებდა და მეოტხე - საბურთალო, რაც ჩემი წყაროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას სრულად ადასტურებდა.
ფაქტი 9. ჩემს მიერ დაწერილი მასალის შემდეგ, ბატონი მინისტრი თავად მუშაობს იმაზე, რომ მე სამსახურის გარეშე დავრჩე, ვგულისხმობ მუქარასაც, რომ მე მაჩვენებდა სეირს და შემდეგ უკვე მოთხოვნა ჯაკოს მისამართით, ეს მარაზმი დაწერილიყო
ამ ყველაფრის შემდეგ, სფფ-ს მიერ საბურთალოსთვის სტადიონის გადაცემა დასტური იქნებოდა ჩემი ამბის, ამიტომ, ეს საკითხი გადაიწევს, მანამდე მე ცილისმწამებლი ვიქნები, თუმცა საბურთალოს აქვს სტადიონის პრობლემა და მაინც მათ შეიყვანენ იქ, უბრალოდ ყელში გავეჩხირე და საქმე გავუფუჭე, ამდენი ხნის ნაწვალები წყალში ჩავუყარე და გამწარებულია.
მე აღარ ვმუშაობ ისეთ გამოცემაში, რომელსაც ეშინია მინისტრის, რომელიც ტრანსფერებიდან ფულს უმალავს სახელმწიფოს და ისე იდებს ჯიბეში. ვისაც რა გინდათ, ის თქვით და ის ილაპარაკეთ, ფაქტი ერთია, ვცხოვრობთ უდიდეს უკანალში, სადაც საშველი არ იქნება. ველოდები ქარტიის დასკვნას და შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვყვები საჯაროდ ამ ყველაფერს.
სამწუხაროდ, ქართულ ფეხბურთს ვერ უშველის ლევან კობიაშვილი, ვერც ტარიელ ხეჩიკაშვილი გახდება კარგი საჯარო მოხელე, რადგან ადამიანი, რომელიც სახელმწიფოს გადასახადებს უმალავს და თავისი კეთილდღეობისთვის იყენებს პოსტს, ვერ იქნება კარგი. კობიზე მწყდება გული, იმიტომ, რომ რაციონალურად არ აზროვნებს და აზროვნებს ისე, რასაც სხვებს უწუნებდა.
ცოტა რომ დაფიქრებულიყავით, იქნებ მიმხვდარიყავით, რატომ უნდა დაეწერა რედაქციას მსგავსი მარაზმი და სისულელე! მაგრამ, ალბათ ყველას რაღაცის ეშინია!

)