დინამოს, ისევე როგორც სხვა დანარჩენი ქართული კლუბების უდიდესი პრობლემაა მეტოქის ვერ შეფასება, ანუ რას ვგულისხმობ: საქ. ჩემპიონატის დოღ ლიგიდან გადის გუნდი ევროტურნირებზე და წარმოდგენა არ აქვს რა სირთულის არის ესეთუის მეტოქე, მიუხედავად იმისა რომ ამხანაგური თამაშები და ზოგჯერ ოფიციალურიც ნანახი აქვთ მათი, ამიტომ გადიან სათამაშოდან და ნებისმიერ მეტოქესთან მთელ პირველ ტაიმს ხარჯავენ მის შესაფასებლად, თამაშობენ ძალიან ფრთხილად. უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება. როცა გუნდი ხვდება რომ თურმე შეიძლება ამ მეტოქესთან ტოლ-სწორად თამაში, მერე უკვე დრო არ ყოფნის. ჩვენ გუნდებს თავადაც არ სჯერათ ხოლმე რომ თურმე შეუძლიათ მეტოქის დამარცხება. ფსიქოლოგიურად ძალიან ეშინიათ. ეს პრობლემა თუ მოგვარდა ყველაფერი კარგად იქნება.
რამოდენიმე მაგალითს მოვიყვან: 1. ზესტა-ჰელსინბორგი, ამათ მთელი პირველი მატჩი დაუთმეს მეტოქის შესწავლას, და როცა ირწმუნეს თავისი ძალის უკვე გვიანი აღმოჩნდა.
2. ზესტა-შტურმი, იგივე ვარიანტი, თამაშით სჯობდა ზესტაფონი მაგრამ უფრო ცივსისხლიანად იყო საჭირო თამაში, ამათ ზედმეტი სიფრთხილე გამოიჩინეს.
3. დილა-მარიტმუ, არაფრით გამორჩეული გუნდი, ამ შემთხვევაში მხოლოდ სახელმა მოგვიგო, ამ თამაშში დილა თავის თავს არ გავდა.
4. დინამო-აეკი, რომ არა გამაზული 11 მეტრიანი, ვინ იცის რა მოხდებოდა, უფრო აგრესიულად უნდა ეთამაშათ.
პ.ს. არაფერს ვამტკიცებ უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვი, თუ შემჭამთ.