ბიჯო ბიჯო ბიჯოო
ამ ერთ წაგებაში არაა საქმე, უნგრეთის ნაკრებს რა ფეხბურთელები ჰყავდა, ხო მიაღწია შედეგს?
საქმე ისაა, რომ გუნდს მწრთვნელის ხელი არ ეტყობა და მერამდენე წელია უკვე შეზღუდული შესაძლებლობების ლეგონერებით "ძლიერდებიან" თანაც 28 წლის ზევით
საქმე ისაა, რომ კლუბის პრეზიდენტი საკუთარ ილუზიებში ცხოვრობს და რატომღაც ჰგონია, რომ ამაზე სუსტი გუნდებიც გადიან ჯგუფურ ეტაპზე
საქმე ისაა, რომ კლუბის პრეზიდენტი ყოველ სიტყვაში გვატყუებს... სადაა 5 ევროპულ ნაკრებებში მოთამაშე ფეხბურთელი? პირდაპირ რომ ადგეს და გვითხრას - იცით რა არის, კლუბს აქვს შეზღუდული ფინანსური რესურსი და არსებული რესურსით შეუძლებელია ევროასპარეზზე მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა, ამას კიდევ გავიგებთ, მაგრამ ყოველ წელს ერთიდაიგივე - მინიმუმ ევროპა ლიგის ჯგუფი, მაქსიმუმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფი და საბოლოო ჯამში სამარცხვინოდ გამოვარდნა, გუნდიდან ფეხბურთელების გაყრა და ასე წრეზე ტრიალი..
ამაშია საქმე და არა ლუდოგორეცთან, თუ წყალტუბოს სამგურალთან წაგებაში...
ახლა რაიმეს შეცვლა გვიანია, გადავაჯვარედინოთ თითები და ვიყოთ იმის იმედად, რომ სასწაული მოხდება - ესენი თამაშს ისწავლიან და კენჭისყრაში სასწაულად გაგვიმართებს