დაკვირვებული ვარ....შეთანხმებულ თამაშებზე გამოძიებები მიმდინარეობს მხოლოდ ერთი განხრით...
როცა ერთს ჭირდება მოგება და ყიდულობს 3 ქულას....აი ასეთ შემთხვევებზე ბევრი ყვირილია...და ძალიანაც კარგად შუქდება ეგეთი შემთხვევები...ბოლოს ეგეთი გახმაურებული ამბები იყო იუვენტუსის დაქვეითება და ფენერბახჩეს დაჯარიმება...
მაგრამ არსებობს კიდევ ერთი სახის "ჩაწყობა", როცა ერთ გუნდს სჭირდება მოგება და აშკარად სჯობნის მოწინააღმდეგეს...
ასეთ თამაშებზე როგორც ვიცით ტოტალიზატორებში დიდი ფული შედის...და თუ კოეფიციენტსაც არ უკლებენ,თითქმის ყველა მოყვარული ირჩევს მაგ თამაშს...ხოდა მანდ ხდება ხოლმე სასწაული ... ის გუნდი რომელიც ფავორიტია ან აგებს თამაშს, ან თამაშობს ფრედ და დამატებით დროში აღწევს საკუთარ მიზანს...(გადახედეთ ბოლო დროის ფინალებს ლიგაზეც და მსოფლიო,ევროპის ჩემპიონატებზეც !!)
შეიძლება გადამეტებულად მოგეჩვენოთ რასაც ვწერ...მაგრამ,აბა შემახსენეთ ერთი შემთხვევა მაინც,როცა გამოძიება დაწყებულიყოს...ან უბრალოდ ჟურნალისტები ალაპარაკებულიყვნენ ასეთ თამაშებზე !!
This post has been edited by წაშავდა on 8 Jul 2016, 14:12