კარგი გულშემატკივრობა იყო გუშინ არსებული რეალობის ფონზე.
დინამოს, ზოგადად ქართული ფეხბურთის და ქართველი გულშემატკივრის სიყვარული არის ცალმხრივი.
ამდენი იმედგაცრუებაა, ამდენი ტყუილია, არაფერია სანუგეშო... ჩემპიონატის დონე წლიდან წლამდე უარესდება, ევროტურნირებზე შედეგები უარესდება...
მიუხედავად იმისა, რომ ბევრს აქვს გული აცრუებული ქართულ ფეხბურთზე, მაინც საკმაოდ ბევრი ადამიანი დადის დინამოს თამაშებზე ევროთასებზე, ასევე ნაკრების თამაშებზე.
რაღაც პერსპექტივა რომ ჩანდეს გუნდში, გაივსებოდა სტადიონი, საერთოდ.
ჯგუფი რომ დაიდოს, ჩემპიონატის თამაშებზეც ცოტათი მაინც გაიზრდებოდა დასწრება.
*****************
ზოგადად, ჯგუფურ ეტაპზე გასვლა, იქნება ეს ჩემპიონთა ლიგის თუ ევროპის ლიგის, უნდა იყოს გუნდის განვითარების შედეგი, განვითარების ლოგიკური გაგრძელება.
რა განვითარებაზეა ლაპარაკი ფიფიას ხელში, იმდენი მარაზმობა ხდება გუნდში.
ახლა, ვიღაცა უცხომ, რომელსაც წარმოდგენა ექნება გუნდში არსებულ სიტუაციაზე, რომ გვკითხოს, რის საფუძველზე გაქვთ ჯგუფის იმედი, რატომ გაქვთ პრეტენზიაო, რას ვეტყვით?

რა კეთდება გუნდში ისეთი?
ვართ სასწაულების და გამართლების იმედზე, რომ
,,იქნებ გაგვივარდეს"
,,თანამედროვე ფეხბურთში სასწაულები ხდება და იქნებ ერთხელ ჩვენც შევძლოთ"
,,იქნებ შედარებით სუსტი გუნდი ამოვიდეს და შევძლოთ რამე"
კაი, ვთქვათ და მოხდა ეს სასწაული და გავედით ჯგუფში ამ გუნდით.
მერე რა მოხდება?
უსახურად ვითამაშებთ თამაშების ძირითად ნაწილს.
ბატე რომ ლიდერებს ეჯაჯგურება და ბაიერნს ოთხ ქულას ართმევს, ეგეთების არ მჯერა ამ გუნდით.
მოვა შემდეგი წელი და ისევ ჩაგვახედებენ სარკეში.
ანუ, ეს იქნება ერთჯერადი შედეგი, ასე ვთქვათ.
თორე უეფასგან მიღებული ის რამდენინე მილიონი სულ გუნდის გაძლიერებას არ მოხმარდეს, რა.
მე არ მეგულება გუნდი, რომელშიც ამდენი მარაზმობა ხდება, მაგრამ რეგულარულად აღწევდეს წარმატებებს ევროთასებზე.
რა იქნება ისეთი ინვესტორი ჰყავდეს გუნდს, რომელსაც ექნება ჭკვიანური, გააზრებული სტრატეგია და 4-5 მილიონ დოლარს მაინც დახარჯავს წელიწადში.
This post has been edited by ფორცხოლი on 3 Aug 2016, 09:12
. .