ლოგიკურად ჰო, არ უნდა იყოს მხოლოდ გულშემატკივრების საფიქრალი, მაგრამ ამდენი წელია, რაც გუნდში მოვიდა და არანაირი სტაბილური, ჩამოყალიბებული ხედვა და სტრატეგია არაა, რომელიც რაღაც იმედს მაინც გააჩენს.
არ ვიცი, რა არის ამის მიზეზი, მისი სურვილის არქონა, არცოდნა თუ რეალობის არასწორი აღქმა, ეს ნაკლებად არის ჩემთვის საინტერესო ამ მომენტში.
ხშირად შემოვდივარ აქ, რაც ამ ფორუმზე ვარ, ვეცნობი სიახლეებს, ინტერესით ველი ხოლმე სატრანსფერო ფანჯრებს.
სულ მქონდა იმედი, რომ რაღაც წინსვლა დაიწყებოდა...
ახლა უკვე ნაკლებად მაქვს რაიმე განსაკუთრებულის იმედი...
***********************
ვინაა გამკეთებელი, თორემ ასე რომ მიუდგე, ნორმალურ გუნდს ააწყობ
ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბურთელი ევროპიდან აქ არ ჩამოვა, ბუნებრივია.
ამიტომ, სამხრეთ ამერიკის და აფრიკის ბაზარზეა სამუშაო.
ამ ორი კონტინენტიდან რომ ჩამოიყვანო ერთი 4 ნორმალური ფეხბურთელი, (ხელფასი დაახლოებით 15 000)
ევროპიდან რომ ჩამოიყვანო 2 გამოცდილი ფეხბურთელი (ხელფასი დაახლოებით 50 000)
არ აქვს მნიშვნელობა, ქართველები იქნებიან თუ უცხოელები.
დანარჩენი პერსპექტიული ქართველი ფეხბურთელები
მათ შორის 7-8 კაცი 10-დან 15 000-მდე ხელფასებით
დანარჩენები ერთი 10 კაცი დაახლოებით 2 000-იანი ხელფასებით
ნორმალური მწვრთნელი (ხელფასი დაახლოებით 25 000)
ეს ადის დაახლოებით 4 მილიონ დოლარამდე წელიწადში
1 მილიონი პრემიებისთვის.
გამოდის 5 მილიონი.
(დანარჩენი ხარჯები სხვა საქმეა, მეორე ამდენი ნაღდად არაა საჭირო.)
უნდა მისცე დრო, არ უნდა იყოს მნიშვნელოვანი რყევები და რაღაცა გამოვა 2-3 წელიწადში.
ბატე კი გავარდა წუხელ ირლანდიის ნახევრადსამოყვარულო გუნდთან, მაგრამ რამდენჯერ დადო ლიგის და ევროპის ლიგის ჯგუფური და ძირითადად 5, 6, 7 მილიონია ხოლმე მისი წლიური ბიუჯეტი, დაახლოებით.
. .