ნამდვილად ისტორიულია ეს გამარჯოვება, მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგური მატჩი იყო და დანაკლისი ორივე გუნდს ყავდა. ევრობასკეტზე ორივე გუნდი სულ სხვნაირი იქნება. მაგრამ ისტორიული იმითაა ეს გამარჯვება, რომ ამ ხარისხის თამაში ჯერ ჩვენს ნაკრებს არ უჩვენებია. მიუხედავად ჩაგდებული მეორე მეოთხედისა. ყველა სასტარტოს მოთამაშემ და პლიუს სანაძემ აჩვენა საკუთარ შესაძლებლობების დონის თამაში მინიმუმ, ზოგმა შეიძლება მეტიც, მაგრამ ამასთან ერთად დანარჩენებს ხელი არ შეუშალა.
გუშინ თვალსშისაცემი იყო დაკარგვებთან მიმართებით პროგრესი. ეს მონაცემია რასაც ვუყურებ მთავარი ჩვენთვის. სადაც ეს მაჩვენებელი წესრიგში გვექნება იქ თამაშის ხარისხიც მაღალი იქნება. ფაქტია, რომ ამ მიმართულებით გუნდი მუშაობს და შედეგიც სახეზეა. თუმცა ამ მიმართულებით პროგრესზე თუ ვსაუბრობთ მარტო ერთი მატჩით ვერ ვიმსჯელებთ.
უკვე მეორე თამაშია პერიმეტრიდან დაცვა გამოგვდის. ლიტვამაც 46% მთლიანი სროლების გააკეთა პერიმეტრიდან (ლატვიის მსგავსად) და პროცენტი აქაც დაბალია - 21%. შემთხვევით ესეთი რაღაცა არ ხდება. ფაქტია, რომ გუნდი პერიმეტრიდან უკეთ იცავს თავს, რა შედარებაა. თუმცა, არგუმეტი ნატურალიზირებულშია მგონი. ბოლო წლებში დიქსონი ნატურალიზირებულებიდან საკუთესო დამცველია. მაგრამ უკვე ორი მატჩში ზედიზედ პროგრესი კარგის მოლოდინს გვიტოვებს.
რაც ყველაზე მთავარია, თვალშისაცემია ტაქტიკური თვალსაზრისით გუნდის გამართულობა. დროული რეაგირება მთავარი მწვრთვნელის მოედანზე მიმდინარე მოვლენებზე. ზუსტი როტაცია. ფოლებით დამძიმებულ სიტუაციაშიც ისეთი გადაწყობა, რომ ფაქტიურად 4-ფოლიანობა არ აისახა შედეგზე. რაც მთავარია გუნდმა მოიშორა ე.წ. "ბღანკალი" ფინიშზე, რაც წინა მწვრთვნელის პირობებში ყოველთვის გვახასიათებდა. ინსტიქტურად შიში დამეუფლა მეოთხე მეოთხედის ბოლო ნახევარში და მოლოდინი მქონდა რომ უნდა წაგვეგო, მაგრამ ბოლო მონაკვეთმა არცერთი მიზეზი არ დატოვა შიშის. პირიქით მეტოქე დამანდრაჟდა.
ჯერჯერობით ზუროსი ზედმიწევნით კარგია. რაც შეეხება კოკოშკოვის თემას, რამაც ამოიწია გუშინდელი თამაშის მერე, მეც შევეხები. ტაქტიკური თვალსაზრისით არის ზუროსი უფრო ძლიერი ვიდრე იგორი. თამაშის პერიოდში ცვლილებებს აკეთებს და მუდმივად კომუნიკაციაშია მოთამაშეებთან. ესაა რითაც ჯობია იგორს ზუროსი. აი კოკოშკოვი, კი მემგონი ვერაფრით ვერ ჯობია ზუროსს. თუმცა, შეიძლება ბევრად დიდად სხვა ასპექტებში არც ჩემოუვარდებოდა. კოკოშკოვის დროს ჩვენზე ძლიერ გუნდებთან თამაშის ხარისხით უკმაყოფილო არასდროს ვყოფილვარ. თითქმის ყველა შეხვედრა ჩვენზე ძლიერ გუნდებთან ბრძოლაში მიდიოდა, უბრალოდ არასოდეს მეჯერა რომ მოვიგებდით. მათ შორის ხორვატიასთან მოგების დროს, რა მოგებაც თავისი ისტორიულობით არაფრით ნაკლები არ იყო გუშინდელ მოგებაზე, თუ მეტი არა. ზუროსის გუნდი კი უფრო მეტი რწმენის საფუძველს ტოვებს. იმიტომ რომ სუსტ მხარეებზე მიდის მუშაობა. რა შედეგს გამოიღებს არ ვიცი. თუმცა მე შორს ვარ იმ აზრისგან რომ გუშინდელი თამაშით რაიმე ახალ ლეველზე ავედით. სუსტი მხარეებს დაძლევა ერთი თამაშით არ ხდება.
ტაქსისტი ნამდვილად არ არის იგორი, ნორმალური მწვრთვნელია, მაგრამ გაცილებით უფრო უკეთესი მწვრთვნელია ზუროსი.
გამოსწორდა 3-იანებისა და კომბინაციური თამაშის საკითხი წინა თამაშთან შედარებით. 15 ჩაგდებული სამიანი და 47% თავისაზე მეტყველებს. მაგრამ ორ მატჩში როდესაც ესეთი კონტრასტია ამას მე უფრო შემთხვევითობას დავაბრალებდი და არა გეგმაზომიერებას. ხან გამოგვივა ეს და ხან არა. მუდმივად ესეთ დონეზე გუნდი ვერ ითამაშებს. თუმცა, როცა გამოგვივა ვისიამოვნებთ. საბოლოო ჯამში მე მაინც ვერ დავინახე გააზრებული პერიმეტრზე ბურთის გათამაშება. რამდენიმე თავისუფალი სროლა პერიმეტრიდან გამოწვევული იყო არა ჩვენი კომბინაციური გადადგილებებით, არამედ მეტოქე გუნდის არასწორი დაცვით. თუმცა, ეს ჩემი სუბიექტური შეფასებაა. თავს არ ვდებ. ცინცაძედან შერმადინზე გაკეთებული პასები, ან თვითონ შერმადინის ასისტები კი ისაა, რაც ადრეც გვინახავს ჩვენს ნაკრებში. ანუ ცენტრზე ჩაშვებული ბურთები და ცენტრის მიერ ინტელექტულური ხედვა თამაშის და ბურთის განაწილება.
სანიკიძის შეცვლის საკითხს რაც შეეხება. ისევ ჯამში 50-ზე მეტი წუთი დაჰყვეს მოედანზე სანაძემ და მარკოიშვილმა. ანუ სადღაც 10 წუთი ორივე ერთდროულად იყო მოედანზე. ვფიქრობ, მარკოიშვილი ეფექტური განსაკუთრებით ამ პერიოდში იყო. იქნებ მართლაც ღირდეს ორი ცენტრით თამაში, შენგელიას მესამე ნომერზე გადმოწევა და მარკოიშვილის 2 ნომერზე თამაში. დაცვაში ვერ გაქაჩა მანუმ 3-ზე გუშინ. ხშირად იქნება ევრობასკეტზე, რომ 3 ნომერი მეტოქეს ძლიერი მოთამაშე ეყოლება და ესეთ შემთხვევებში მაინც ხომ არ ჯობია დავივიწყოთ მანუს სმოლ ქორვარდობა. მოკლედ ეს საკითხი კიდევ ღიაა და სავარაუდოდ ჩემზე უკეთ გადაწყვეტს მწვრთვნელი.
ამ დონეზე თამაშისას ჩანს სათადარიგოები რისი მაქნისები არიან და მომავალშიც იქნებიან. არ ვაკნინებ თითოეულის დამსახურებას, მაგრამ მოლოდინი დიდი რომ არ უნდა გვქონდეს ესეც ფაქტია. გამყრელიძის მიმართ კრიტიკის მოუხედავად მე მაინც ვთვლი, რომ მისი ყოფნა გუნში მაინც გამართლებულია. შეუძლია მას შეასრულოს ლიმიტირებული ფუნქციები და ეს უკვე პოზიტივია. აი ლონდარიძის აქტიურობას რომ ვუყურებ სკამზე, აზრი მიჩნდება რომ ბოისა საერთოდ რაღაში გვჭირდება. ისე კი გუშინ, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი პოზიტიური არ შეუქმნია ლონდარიძეს, მაინც მსიამოვნებდა მისი ყურება, ძალიან ჯიგარი ტიპია და ესეთი მოთამაშეც საჭიროა გუნდში. პლუს უკრაინასთან და თუნდაც სხვა თამაშებში, თავის გამოჩენასაც შეძლებს დიდის ალბათობით. ბითაძე სხვა საკითხია, მისი ყოფნა გუნდში ინვესტიცააა მომვალში და აუცილებელია, თუნდაც მინუსი მოქონდეს გუნდისთვის მაინც საჭიროა. მინუსი ნამდვილად არაა გოგა, შეუძლია პოზიტივი მოგვცეს, რაც დრო გავა უფრო და უფრო მეტი.
საბოლოოდ ერთადერთი ისევ ბოისას საკითხია წითელი ხაზი მწვრთვნელისთვის, ფედერაციისთვის და თავად ბოისებისთვის. აქ გაიჟღერა აზრმა, რომ "თავად როგორ არ რცხვენიათ მაინცო". ხოდა 100%-იანია. ვერაფერით ვერ გაპრავდება ეს საკითხი. მითუმეტეს დუხზე მომყვანი ტიპი ლონდარიძის სახით უფრო უკეთესი გყავს. ბოისასთან შედარებით კიდევ 3-4 წელით უფრო დიდხანს გამოადგება ნაკრებს ასაკიდან გამომდინარე. თუმცა მგონი ისეთი ტემპები აიღო ამ საკითხმა 50 წლისაც რომ გახდება მაშინაც ნაკრებში იქნება
მარტო ერთი საკითხი მრჩება ცუდად თვალში. მწყინს, რომ ეს ისტორიული გამარჯვება ზაზას გარშე მოხდა. ერთი იმიტომ, რომ ზაზას ფაქტორიდან გამომდიანრე იმსახურებს ის კაცი, რომ ყველა პოზიტივის მონაწილე იყოს ეროვნული გუნდის. თუმცა ამ საკითხს გაგრძელებაც ექნება სხვანაირი. პირველ რიგში ზაზას გუნდში ყოფინის შემთხვევაში გამოჩნდება გულშემატკივარი ვინც იტყვის, რომ ზაზა პირიქით გუნდს ხელს უშლის. შესაძლოა მსგავსი განწყობები გუნდის მოთამაშეებშიც გაჩნდეს და ეს პოზიტივის მომტანი საერთოდ არ იქნება. ერთი შეხედვით მარტივი მაგრამ სინამდვილეში ძალიან მძიმედ დასარეგულირებელია თემაა, რაც კონფლიქტების საფუძველიც შეიძლება გახდეს. რაც შეეხება ზაზას, ისიც მეეჭვება, რომ ამან ფსიქოლოგიურად ზაზაზეც არ მოახდინოს გავლენა. ლიდერია ზაზა გუნდის და საჭირო ეგოიზმისა, ამბიციის დონე აქვს, რაც ნაკრებშიც და სხვაგანაც გამოუვლენია. ამიტომაც, ამ ისტორიის გაგრძელებას კიდევ ვნახავთ ჩვენ. იმედია საბოლოო ჯამში შედეგი ისეთი არ იქნება, რომ მომავლში არ ვთქვათ: 'ნეტა საერთოდ არ მოგვეგო ლიტვაში, თუ ეს ამდენი კონფლიქტისა და ქაოსის მიზეზი გახდებოდა'"