ყველას გილოცავთ ამ 2 მართლაც საოცარ და ისტორიულ გამარჯვებას. 5 წლისწინაც კი ვინმე თუ მეტყოდა, რომ ესეთ რამეს შევძლებდით ძალიან გამეცინებოდა.
ნამდვილად სხვა დონოზეა გუნდი, თუნდაც შარშანდელთან შედარებით. პირველ რიგში მენტალურად.
ძნელია დააბრალო რაიმე ერთ კონკრეტულს ეს წარმატებები. ისიც აღსანიშნავია, რომ ჩვენი თამაშის ხარისხი არაა გრანდის შესაფერისი, თუმცა შედეგები ნადვილად გრანდების შესაბამისია.
რიგ ეპიზოდებში ჩანს პრობლემები პერიმეტრის დაცვის კუთხით. ძალიან ბევრ თავისუფალ სროლას ვაძლევთ მეტოქეს. ასევე ჩანს კომბინაციური თამაშის პრობლემები, მეტოქეზე გაცილებით უფრო რთულად ვათამაშებთ ბურთს პერიმეტზე და სასროლო სელექცია თითქოს მეტოქეზე ცუდი გვაქვს (თუმცა მეტოქე ვინაა ისიც უნდა მივიღოთ მხედველობაში), მაგრამ სტატისტიკა და შედეგი საპირისპიროა. სერბებმა 15% ესროლეს სამიანიდან, ბერძნებმა 12%. ეს მაჩვენებელი გროსმეიტერულია, თუმცა თამაშიდან არ ჩანს რომ ამ კომპონენტში ვჯობივართ მეტოქეს. არადა ჩვენი სამიანი პროცენტი სერბებთან 35% იყო, საბერძნეთთან თითქმის 30%. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამ დონის მეტოქეებთან ესეთი მაჩვენებლები შემთხვევით იდება. უფრო უარესს მეტოქები, რომლებსაც მსროლელები კალატესზე და მაჩვანზე უფრო ცუდი ჰყავდათ უკეთესი პროცენტით გვესროდნენ, მაგრამ რაიმე ლოგიკურით ავხსნა ეს მიჭირს. ძალიან ცოტა იყო ამ 2 მატჩში მეტოქის მიერ წინაღმდეგობიდან ნასროლი სამიანი. მაგრამ შედეგი სხვაა.
ბერძნებმა შეტევების 40% განახორციელა პერიმეტრიდან, სერბებმა 30%. ორივე მატჩში სწორედ ეს გახდა ჩვენი გამარჯვების ერთერთი მიზეზი. 2 ქულიანი ორივე მეტოქემ მაღალი პროცენტით ესროლა. სერბებმა 40%-ზე მეტი, ბერძნებმა საერთოდაც 68%. არმეგონა ამას როდესმე თუ ვიტყოდი, მაგრამ ჩვენი გამრჯვების მიზეზი მეტოქეების მიერ ნასროლი სამიანების ბევრი რაოდენობა გახდა.
არადა დანარჩენ დაცვით სტატისტიკურ მონაცემებს რომ შევხედოთ მაგალითად სერბერბთან თამაშში ერთგვარი პარადოქსი გამოდის. ამ სტატისტიკით თამაშის მოგება თუ შეიძლება არ ვიცი.
მეტქოემ გვაჯობა თითქმის ყველა კომპონენტში - მოხსენები (უმნიშვნელოდ), ასისტები, დაკარგვები (ანუ ნაკლები ქონდათ), ჩაჭრები, ბლოკები. ძირითადად დაცვის კომპონენტებში. ჩვენზე მეტი ბურთი ისროლა 64, ჩვენ 47. 2 ქულიანებით ჩვენზე მეტი ქულა აიღო 12 ქულით (პროცენტრი თითქმის ერთნაირი).
სამაგიეროდ ჩვენ დაახლოებით თანაბარი სროლების პირობებში საჯარიმოები უკეთ ვერსროლეთ და სამიანიდან უფრო მაღალი პროცენტრით. თუ ვინმე ამისხსნის ამ სტატისტიკით როგორ შეიძლება თამაშის მოგება ჰა ბურთი და ჰა მოედანი. თუმცა, საჭირო დროს საჭირო ქმედებებით ამას ახერხებს გუნდი და რათქმაუნდა მთავარი მწვრთვნელი.

საჯარიმოების პროცენტი გროსმეისტერულია. თანაც მეტოქეების აღებული ჯარიმები და ჩვენი ჯარიმები თითქმის თანაბარია. საბერძნეთმა ჩვენთან შედარებით 2-ით მეტი ჯარიმა აიღო, სერბებმა 3-ით ნაკლები ჩვენზე. თუ კლასში განსხვავებაზე და დაცვის ხარისხზე ვასუბრობთ, მგონი ეს პირველრიგში აღებული ფოლების რაოდენობაზე უნდა აისახოს. ფატია, რომ გრანდებთან გრანდების შესაბამისი სტატისტიკა გვაქვს.
რაც შეეხება შეტევის ორგანიზებას, აშკარად ეტყობა ეპიზოდებში, რომ ვიჭედებით და დიდ ხნიანი მონაკევეთებია, როდესაც გუნდი ბურთს თამაშიდან ვერ აგდებს. მეტოქესთან შედარებით უფრო ხშირად. არ ვიცი დააკვირდით თუ არა, მაგრამ ორივე თამაშში ბურთის გადმოტანას მეტოქის ნახევარე ვახდენთ სადღაც მე17-18 წამზე, 8 წამის წესის დარღვევის ზღვარზე. გუშინ ერთი ორი მონკვეთში შემეშინდა არ დაესტვინათ 8 წამი ცინცაძეზე. ამის ახნსა ისაა, რომ მეტოქე სკამის სიდიდან გამომდინარე ყოველთვის პრესინგით გვეთამაშება ჩვენს მოედანზე. ჩვენ კიდევ სკამის სიმცირიდან გამომდინარე ამის ფუფუნება არ გვაქვს. შესაბამისად უფრო ნაკლები დრო გვრჩება შეტევისთვის, თან თუ ჩვენი გუნდის სისწრაფესაც გავითვალისწინებთ, ფაქტიურად მეორე ტემპით შეტევის საშუალებას აღარ გვაძლევს. ეს უპირატესობაა, რასაც მეტოქეს აქვს ჩვენთან მიმართებაში. თუმცა, ზოგადად შეტევას ეს ყველაფერი კი ეტყობა ვიზუალურად, მაგრამ შედეგსა და სტატისტიკაში უკვე აღარ ჩანს ეს ყველაფერი.
პოზიტივია, რომ ბითაძე უფრო დაიტვირთა ამ ტურნირზე. პირველ მატჩში მომწონა მეტოქის ფარზე მისი ბრძოლა, შესაბამისად 2 მოხსნა აიღო. გუშინაც ორგანულად იჯდა გუნდში. თუ ზაზაც დაგვიბრუნდა, მემგონი ნამდვილად აღარ უნდა გვერქვას 7 კაცა გუნდი. საშუალოდ 12 წუთს ატარებს მოედანზე ბითაძე. თუ ევრობასკეტზე ზაზას დაბრუნების მერე თუნდაც ამ დროის ნახევარს მაინც მიიღებს ეს უკვე პროგრესია.
შერმადინი დაჩაგრა გუშინ მარიანოვიჩმა. დაცვის საერთოდ სხვა დონეა შერმადინი და ზაზა, შედარებები სრულად ზედმეტია. მინიმუმ ნბა-ს დონის ცენტრებთან გაუჭირდება დაცვა შერმადინს. ზაზასგან კიდევ საერთოდ არ გვახსოვს, რომ ვინდე სახელიანს დაეჩაგროს.
თორნიკე შენგელია მეტნაკლებად ამოკეტა პრინტეზისმა. ძალიან ცუდი პროცენტი ქონდა მაღალი კალათბურთელის კვალობაზე. თუმცა, 10 + ქულაზე მაინც გავიდა. მისი გაბარიტებისა და სისწრაფის გათვალისწინებით შთაბეჭდილება მრჩება, რომ გაცილებით დომინანტური უნდა იყოს. თუმცა არც მთლად სტაბილური სროლის პირობებში ცოტა არ იყოს და მარტივია მისი ქმედებების ამოცნობა. თუ იმ ცნობილი ტრიალის საშუალებას მოუსპობს მეტოქე არსენალი ბევრი აღარ რჩება. თუმცა, ასისტებს კარგად აკეთებს ამ ტურნირზე, 3-4 ასისტი თამაშში ძალია მაგარი შედეგია 4 ნომრისთვის.