რა შეიძლება ითქვას, ტრადიციულად ქართულად წავაგეთ, ირლანდიის ეგეთ თამაშში არაფერია გასაკვირი, როდესაც საჭირო იყო მაშინ ჩართეს სიჩქარეები და რა გასაკვირია რომ ჩვენები ამას ვერ გაუმკლავდნენ, მერე კი მშვიდად შეინარჩუნეს
რაც მახარებს ის არის, რომ ნელ-ნელა ვაისი გუნდს თავის ხელს ატყობს, დრო თუ მისცეს და აუცილებლად უნდა მისცენ რამდენიმე წელიწადში საშუალო ევროპულ დონემდე გაგვიყვანს , ნუ რათქმაუნდა ფეხბურთელებმა ხელი უნდა შეუწყონ
მაშინებს ის, რომ ამდენმა წაგებამ უარყოფითად არ იმოქმედოს და არ არიოს გუნდში სიტუაცია, ვაისს სადავეები არ გაექცეს ხელიდან, ამის ბევრი მაგალითი გვქონია სამწუხაროდ ნაკრებში.
ლორია-ერთ მომენტში კომენტატორმა აღნიშნა რომ ლორია ფეხით კარგად თამაშობს

ალბათ ფეხით თამაშზე არასწორი წარმოდგენა აქვს, გოლის ეპიზოდში ალბათ შეიძლებოდა ცოტა აქტიურად თამაში, სხვა მხრივ დიდი საქმე არ ჰქონია
კვერკველია-პრაქტიკის არ ქონა დაეტყო, ბევრჯერ შეცდა თან უხეშად, მაგრამ ნაკრებში მაინც შეუცვლელია, თუნდაც უპრაქტიკო
კაშია-როგორც ყოველთვის სერიოზული შეცდომების გარეშე, ნორმალური იყო
ნავალოვსკი-გოლის ეპიზოდიც რომ გავატაროთ, უსუსტესია, ერთ-ერთმა უზერმა აღნიშნა მოჩვენებითია მისი აქტიურობაო, და ნამდვილად მასეა, სასწრაფოდ მოსაძებნია მისი შემცვლელი, ალბათ ჯიქია ამკარიდან უნდა მოვიწვიოთ, სხვა არ მახსენდება ამ პოზიციაზე
კაკაბაძე-ნუ პოტენციალი რომ აქვს უკვე ბევრჯერ გვითქვამს და შეთანხმებული ვართ მაგაზე, მაგრამ ჯერ დასახვეწია ძალიან რაშინ კლუბში სასტავში ჩაჯდომა უნდა დაეხმაროს, უკვე კარგია რომ წინა თამაშისგან განსხვავებით არ კანკალებდა
დაუშვილი-ესეც ტრადიციულად, როცა უტევს გუნდი ფაქტიურად ზარალია, ნუ კანკავა უნდა დაბრუნდეს და შეცვალოს უეჭველად
გვილია-გაგონილს ნანახი სჯობსო და სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი, სადებიუტოს კვალობაზე ძალიან კარგი, ნაკლებად ნერვიულობდა, მოძრაობები, პასის კულტურა მშვენიერი, თან ისეთ ასაკშია შეუძლია კიდევ პროგრესი, და მის შრომისმოყვარეობას და საქმისადმი მიდგომას თუ გავითვალისწინებთ, მალე ძალიან კარგ საყრდენს მივიღებთ, იმედია კარგად წაუვა საკლუბო კარიერა
ჯანო-მეტს ველოდი და მეტი მოეთხოვებოდა, სამწუხაროდ ვერა და ვერ გადაჭრა მთავარი პრობლემა, ფიზიკა და გამძლეობა
ყაზაიშვილი-ნორმალური იყო, მაგრამ უთამაშებლობა ეტყობა ამასაც
ოქრი-ამისგანაც მეტს ველოდი, იმის გათვალსიწინებით რომ თითქოს ფორმაში შედიოდა მაგრამ აშკარად არა, ბევრს კი მუშაობდა დაცვასაც ეხმარებოდა მაგრამ შეტევაში ვერაფერი
მჭედლიძე-რაც შეეძლო აკეთებდა, თავურის მომენტში არ გაუმართლა, რა გასაკვირია რომ ფორმაში არაა
მოკლედ ნაკრების მთავარი დამრტყმელი ძალა კლუბში უპრაქტიკოა და შესაბამისად ფორმაშინ არაა, ესაა მთავარი პრობლემა