მოკლედ, მატჩისწინა კომენტარს გავაკეთებ
მოლდოვას დააკლდებიან არტურ იონიცა(კალიარი), იგორ არმასი(ყუბანი) - ორივე ლიდერად ითვლება
წინა მატჩში ირლანდიასთან სკამზე დასვეს კაპიტანი ეპურეანუ, არმასის არ ყოფნაში 100 % ით დაბრუნდება ძირითადში.
სულ ოთხ ფეხბურთელს გამოვარჩევდი ამ ნაკრებიდან - იონიცა,ეპურეანუ,გატცანი,არმასი . აქედან 2 ტრამვირებულია, კაპიტან ეპურეანუს პრობლემები აქვს მთავარ მწვრთნელთან სავარაუდოდ , სხვა შემთხვევაში სკამზე არ დასვამდა.
დანარჩენი ფეხბურთელები მოლდოვის ჩემპიონატიდან არიან, შემტევებზე დავწერ ერთი ორი სიტყვით:
ფორვარდად ბუგაევი იდგება სავარაუდოდ, 13 თამაშში 3 გოლი
ფლანგები - დედოვი(11 თამაში, 1გოლი, 2 ასისტი) და ანდრონიუკი(11 თამაში, 4 გოლი,2 ასისტი)
მოკლედ, შემადგენლობებით თუ ვიმსჯელებთ, აი ტრაკში უნდა ავცრათ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით

მაგრამ, მე მაინც ძალიან მღრნის ეჭვები ვერ მოგებაზე ორი ფაქტორის გამო:
1) კოეფიციენტი, 1.5 აქვს საქართველოს მოგებაზე, რატო უნდა ქონდეს ვინმესთან ასეთი დაბალი კუში ჩვენ ნაკრებს ვერ ვხვდები, თუ სამოყვარულო გუნდს არ ეთამაშება

მოლდოვა კაი სლე ნაკრებია, მარა არც ისეთი რო უქულოდ დაასრულოს შესარჩევი
2) ურთიერთშეხვედრების ისტორია, 5 ჯერ აქვთ საქართველოს და მოლდოვას ნათამაშები თბილისში, 2 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება. ყოველთვის კერკეტი კაკალი იყო ეს გუნდი ჩვენთვის. 98 წლის შესარჩევში ორივე თამაში მოგვიგეს, როცა სტოიჩკოვის ბულგარეთი გავხიეთ. ახასიათებთ ხისტი და უხეში ფეხბურთი, მინი-რუმინეთია ერთი სიტყვით.
მაგრა მახსოვს ორი წლის წინ მონტენეგროს საერთოდ ნი-პრიჩომ რო მოუგეს გასვლაზე 2-5 ..
P.S ვაისის მჯერა, მგონია რო ეს კაცი იქნება ის ვინც მოსაგებ თამაშებს მოგვაგებინებს
ამინ .