17 - წლამდელებმა ,,ოქროს ლიგაში” TOP-5 გუნდს შორის ასპარეზობის უფლება მოიპოვეს!
საქართველოს 17-წლამდე გათამაშების ,,ოქროს ლიგაში“ დასასრულს მიუახლოვდა მე-2 წრე, რის შემდეგაც, გუნდები გადანაწილდებიან ზედა და ქვედა ხუთეულებში.
მარტვილის საფეხბურთო აკადემიის 17-წლამდე გუნდმა გასვლით შეხვედრაში 2-0 დაამარცხა 35–ე საფეხბურთო სკოლა და მე-2 წრის დამთავრებამდე 1 ტურით ადრე გაინაღდა 5 საუკეთესო გუნდს შორის ასპარეზობის უფლება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით 17- წლამდე ფეხბურთელებს შორის საფეხბურთო ჩემპიონატები იმართება 3 ლიგაში:
I - ,,ოქროს ლიგა“ - 10 გუნდი
II - ,,ვერცხლის ლიგა“ _ 10 გუნდი
III - ,,ბრინჯაოს ლიგა“ - 14 გუნდი
სულ: 34 გუნდი.
"მერანის" 17 წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელი, ჯესი სურმავა:
"თავიდანვე ავღნიშნავ, რომ ჩვენი გუნდის 17-წლამდე გათამაშებების უმაღლეს ლიგაში ასპარეზობა ძალიან დიდი წარმატებაა, რადგან ამ ლიგაში ასპარეზობენ საქართველოს ყველა წამყვანი საფეხბურთო კლუბების თუ აკადემიის გუნდები და ორმაგად სასიხარულოა, რომ ჩვენმა 17-წლამდელებმა ამ ლიგაშივე მოახერხეს და 1 ტურით ადრე გაინაღდეს 5 საუკეთესო გუნდს შორის ასპარეზობის უფლება.
ასევე ამ გუნდის მიერ მიღწეული შედეგი არის გარანტირებული პოზიცია იმისა, რომ მარტვილის საფეხბურთო აკადემიის 2008 წლიანების გუნდი 2025 წლის გათამაშებაში კვლავ ასპარეზობას დაიწყებს საუკეთესოთა შორის ,,ოქროს ლიგაში.“
#FCM #17წლამდელები