მარტვილელი საბა ქაჯაია ესპანურ საფეხბურთო კლუბ რეალ მურსიაში ჩაირიცხა.
მარტვილის საფეხბურთო სკოლისფეხბურთელი 19 წლის მეკარე საბა ქაჯაია ესპანურ საფეხბურთო კლუბ რეალ მურსიაში გააგრძელებს საფეხბურთო კარიერას.
საბა ქაჯაიას მარტვილის საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია და მას ამ აკადემიისა და საფეხბურთო კლუბ მარტვილის ,,მერანი”-ს გარდა საქართველოში არსად არ უთამაშია და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ მისი გადასვლა ესპანურ საფეხბურთო კლუბში უშუალოდ მარტვილიდან რომ განხორციელდა.
საბა 2023 წლის სექტემბრის თვიდან იმყოფება ესპანეთში, მაგრამ ტრანსფერთან დაკავშირებული საკითხებიდან გამომდინარე ვერ ხერხდებოდა მისი დარეგისტრირება, რაც მიმდინარე წლის დადგომისთანავე მოწესრიგდა და ის უკვე ოფიციალურად რეალ მურსიას ფეხბურთელია.
რეალ მურსია ესპანეთში ძალიან ტრადიციული კლუბია და დღეის მდგომარეობით ასპარეზობს ესპანეთის III - ლიგაში, სადაც იმყოფება II პოზიციაზე და იბრძოლოს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში გადასასვლელად.
კიდევ ერთხელ ავღნიშნავთ რომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი ჩვენს აკადემიაში აღზრდილი ფეხბურთელის პროფესიულ დონეზე დაწინაურება და მითუმეტეს საერთაშორისო კლუბებსა თუ ჩემპიონატებში.
ეს მთლიანი ჩვენი აკადემიის ყველა თანამშრომლის და უშუალოდა მეკარეების სამწვრთნელო სტაფის უდიდესი დამსახურებაა და მადლობას ვუხდით ყველას გაწეული სამუშაოსთვის.
* * *
"მერანს" ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დაემშვიდობა. გიორგი სამხარაძე შოთა ფანცულაია მალიკშოჰ რასულოვმა ბექა ქართველიშვილმა თორნიკე ჯიმშელეიშვილი. მადლობას ვუხდით ჩვენს გუნდში გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ ახალ ასპარეზზე.