მარტვილის საფეხბურთო სკოლა
* * *
7 დეკემბერს მარტვილის საფეხბურთო სკოლის ბაზაზე გაიმართა, სამეგრელო ზემო–სვანეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ტურნირი 15 წლამდე ფეხბურთელთა შორის, რომელიც მიეძღვნა მარტვილში ფეხბურთიის დაარსებიდან 79 წლის აღვნიშვნას.
ტურნირში მონაწილეობა მიიღო 8 გუნდმა.
ფოთის ,,კოლხეთი“
ბათუმის ,,დინამო“
ქუთაისის ,,ტორპედო“
აბაშის ,,ზანა“
ბათუმის ,,თხილნარი“
ხობის ,,კოლხეთი“
ქუთაისის ,,ქუთაისი“
მარტვილის საფეხბურთო აკადემია
თამაშები ჩატარდა ჯგუფური სისტემით, საიდანაც პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და გამოვლინდნენ ფინალისტები.
მესამე საპრიზო ადგილისათვის აბაშის ,,ზანა“ დაუპირისპირდა ხობის ,,კოლხეთს“ სადაც ძირითადი დრო დასრულდა 1–1 და პენალტების სერიაში ,,ზანამ“ სძლია ,,კოლხეთს“ და მოიპოვა მესამე საპრიზო ადგილი.
ფინალური შეხვედრა კი გაიმართა ,,მარტვილის საფეხბურთო სკოლის“ და ქუთაისის ,,ტორპედო“–ს გუნდებს შორის, სადაც ძირითადი დრო დასრულდა 1–1 და პენალტების სერიაში ,,ტორპედო“– მ 3–2 დაამარცხა ,,მარტვილის საფეხბურთო აკადემია“ და გახდა ტურნირის გამარჯვებული.
გამარჯვებულ გუნდებს და საუკეთესო ნომინაციებს სამახსოვრო სიგელები და მედლები გადასცეს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნაჭყებიამ და სამეგრელო ზემო–სვანეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სერგო კვარაცხელიამ.
ტურნირის ფინალურ შეხვედრას ესწრებოდნენ მარტვილის სალხინოს სხვადასხვა თაობის ვეტერანი ფეხბურთელები.