ogafa2
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 4640
წევრი No.: 140280
რეგისტრ.: 12-December 11
|
#51125128 · 11 Aug 2017, 09:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
„მერანმა“ „სიონი“ არ დაინდო! „მერანი“ – „სიონი“ 4-0 დღეს, ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერმა მარტვილის „მერანმა“ ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლა და გამანადგურებელი ანგარიშით 4-0 (!) დაამარცხა მეტოქე. მრისხანე ჭყონდიდელებმა ყველა კომპონენტში დაჯაბნეს მოწინააღმდეგე გუნდი და შედეგმაც არ დააყოვნა... მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცხელოდა, „მურთაზ ხურცილავას“ სახელობის არენაზე უხვად მოვიდა ადგილობრივი ქომაგი და მათ სანაქებოდ უნდა ითქვას, მთელი თამაშის განმავლობაში არ გაჩერებულან, „მერანელებმა“ კი შესანიშნავი თამაშით გადაუხადეს ერთგულ გულშემატკივრებს თანადგომა და სანახაობასთან ერთად, ოთხი ერთმანეთზე უკეთესი გოლი გაიტანეს მეტოქე გუნდის კარში. უშეცდომო იყო დღეს „მერანის“ ახალგაზრდა კიპერი გოგი კულუა და დაცვის ხაზი, ნახევარდაცვა მოედნის ცენტრს საიმედოდ აკონტროლებდა და გოლებიც გაჰქონდა, მარტვილელთა 15-მა ნომერმა, სერგეი ტრეტიაკმა კი მე-15 გოლი მიითვალა... „სიონი“ გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია, კობა ჟორჟიკაშვილის შეგირდები სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზე არიან და მიუხედავად ანგარიშისა და მასპინძელთა დიდი უპირატესობისა, ჯაბა დვალმა და მისმა თანაგუნდელებმა არაერთი ხიფათი შექმნეს „მერანის“ კართან, თუმცა როგორც ზემოთ ვახსენეთ, მარტვილელთა დაცვას ვერაფერი მოუხერხეს ბოლნისელებმა. სტუმართა კარის რბევას რაფაელ ჩუკურამ დაუდო სათავე. ნიგერიელმა მეურვეს ტექნიკურად აუარა გვერდი, საჯარიმოში შევიდა და უძლიერესად დაარტყა მარცხენა დაბალ კუთხეში, ზარქუა უძლური აღმოჩნდა-1:0. მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო როცა, „მერანის“ კიდევ ერთმა ლეგიონერმა, ბენჟამინ ტეიდმა „სიონის“ საჯარიმოს მისადგომებიდან საფირმო დარტყმით ჩინებული გოლი გაიტანა „სიონის“ კარში 2-0. მე-60 წუთზე „მერანის“ ბომბარდირის ჯერიც დადგა. პირველი გოლის ავტორმა რაფაელ ჩუკურამ უკრაინელს იდეალური გადაცემა გაუკეთა და ახლო მანძილიდან არ გასჭირვებია ტრეტიაკს გოლის გატანა-3:0. საბოლოო შედეგი შეცვლაზე შემოსულმა ირაკლი რუხაძემ დააფიქსირა. „მერანის“ ახალგაზრდა შემტევი, რომელიც საკმაოდ აქტიურად შემოვიდა მოედანზე, ასევე შეცვლაზე შემოსული ვანო კურდღელაშვილის ზუსტი გადაცემის შემდეგ, მეკარესთან პირისპირ გავიდა, სტუმართა კიპერი ცრუ მოძრაობით ჩამოიცილა და ცარიელ კარში შეაგორა ბურთი-4:0. ამრიგად, „მერანმა“ მორიგი, დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა და კიდევ უფრო განიმტკიცა ლიდერობა. ჩვენს გუნდს 22 ტურის შემდეგ 52 ქულა აქვს და 7 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ „რუსთავს“, რომელიც თავის მატჩს ხვალ გამართავს „გაგრას“ წინააღმდეგ. რაც შეეხება მომდევნო ტურს. მარტვილელები 17 აგვისტოს სტუმრად, მცხეთაში „ვიტ ჯორჯიას“ დაუპირისპირდებიან. 10 აგვისტო. 18:00. მარტვილი. „მურთაზ ხურცილავა“. ეროვნული ლიგა 2. XXII ტური. „მერანი“ (მარტვილი) – „სიონი“ (ბოლნისი) 4-0 (1-0) გოლები: 1-0 რაფაელ ჩუკურა (36’), 2-0 ბენჟამინ ტეიდი (52’), 3-0 სერგეი ტრეტიაკი (60’), 4-0 ირაკლი რუხაძე (90+3’). “მერანი“: კულუა, ორბელაძე (კ), მაისაშვილი, მელიავა, გეგია, ლომაშვილი, ტეიდი, ჩუკურა (ჯიქია 87’), ჩალაძე, გეწაძე (კურდღელაშვილი 66’), ტრეტიაკი (რუხაძე 77’). სათადარიგო: მამალაძე, ლუკავა, თოლორდავა. მწვრთნელი: არჩილ ღურწკაია. „სიონი“: ზარქუა, თომაშვილი, გიორბელიძე (ჭეიშვილი 66’), კოშკაძე, მანაგაძე, დვალი (კ), ჯაფარიძე, ქიქავა, სვანიძე, სიხარულია (უგულავა 65’), ჭანკოტაძე (მიქაბერიძე 60’). სათადარიგო: მაქაცარია, ნოზაძე, ყურაშვილი, თევზაძე. მთავარი მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი. გაფრთხილება: გეწაძე (34’), სიხარულია (60'). მთავარი მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი............ ----------- ........... ედემი ელერჯია
|